გოგა ხაჩიძე: გვატემალაში მოქალაქეებმა მერი ცოცხლად დაწვეს, თბილისის მერია რამე კომენტარს ხომ არ გააკეთებდით?!
გოგა ხაჩიძე: გვატემალაში მოქალაქეებმა მერი ცოცხლად დაწვეს, თბილისის მერია რამე კომენტარს ხომ არ გააკეთებდით?!
17:34 14.10.2015
პარალმენტის დეპუტატი გოგა ხაჩიძე გვატემალაში ერთ-ერთი ქალაქის მერის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და თბილისის მერიას მიმართავს.

კერძოდ კი ხაჩიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გვატემალაში მომხდარი ფაქტის შესახებ დაწერილ ნიუსს აზიარებს და თან წერს: „თბილისის მერია რამე კომენტარს ხომ არ გააკეთებდით?“

გვატემალაში, ქალაქ კონსეფსიონის 43 წლის მერი მოქალაქეებმა ცოცხლად დაწვეს. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელებმა მერი კორუფციასა და პოლიტიკურ ოპონენტზე შეიარაღებულ თავდასხმაში დაადანაშაულეს. ამ თავდასხმის შედეგად მერის პოლიტიკური ოპონენტი ლორენცო სეკუესი მძიმედ დაიჭრა, მისი შვილი და დისშვილი კი დაიღუპნენ. ადგილობრივი მაცხოვრებლები მივიდნენ მერის სახლთან, გამოიყვანეს და ცემა დაუწყეს, შემდეგ კი ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად დაწვეს.

ბეჭდვა