ბერა ივანიშვილი: არ მგონია ოჯახურ ურთიერთობაში არაქართველს შევეგუო და შევეწყო
ბერა ივანიშვილი: არ მგონია ოჯახურ ურთიერთობაში არაქართველს შევეგუო და შევეწყო
15:14 17.09.2015
საქართველოს ექსპრემიერის ვაჟის, მომღერალ ბერა ივანიშვილის განცხადებით, როცა საქმე ოჯახს ეხება, იქ აუცილებელია, რომ საერთო ტრადიცია არსებობდეს.

ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა ჟურნალ „თბილისელებს“ განუცხადა, რომელიც 2015 წლის 01/12-ის ნომერში გამოქვეყნდა.

„სიყვარულს ვერასოდეს დაგეგმავ, მაგრამ, ჩემი აზრით, როდესაც ოჯახს ეხება საქმე, იქ აუცილებელია არსებობდეს საერთო ტრადიცია, ერთი მენტალიტეტი.

როგორც სიმღერებში ვამბობ ხოლმე, თავიდან ფეხებამდე ქართველი ვარ და არა მგონია, გრძელვადიან ოჯახურ ურთიერთობაში არაქართველს შევეგუო და შევეწყო“ - განუცხადა ბერამ ჟურნალს.

ბეჭდვა