ბერა ივანიშვილი: ვინც არ უნდა გავხდე, დედას პატარა ვიქნები
ბერა ივანიშვილი: ვინც არ უნდა გავხდე, დედას პატარა ვიქნები
16:23 27.08.2015
საქართველოს ექსპრემიერისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, რეპერი ბერა ივანიშვილი, დედას - ეკა ხვედელიძეს დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„დაბადების დღეს გილოცავ!! არა მხოლოდ დედას, არამედ საუკეთესო მეგობარს.. მთელი ცხოვრების ერთ წერტილს და მთელ სიამაყეს!! აუხსნელი სიყვარულით მეამაყება ისიც, რომ პირველი ვიყავი მომლოცველებს შორის

- ვინც არ უნდა გავხდე ვიქნები მისი პატარა!’’- ნათქვამია ბერას ფეისბუქ-პოსტში.

ასევე სოციალური ქსელით ულოცავს დაბადების დღეს დედას გვანცა ივანიშვილიც:
„გილოცავ დაბადების დღეს !! უბრალოდ გეტყვი რომ მეამაყები“ - წერს გვანცა ივანიშვილი.

ბეჭდვა