მიხეილ ცაგარელი: მარგველაშვილი იმ პერიოდში გააქტიურდა, როდესაც შავი მთვარე მის ზოდიაქოს ნიშანს გადიოდა
მიხეილ ცაგარელი: მარგველაშვილი იმ პერიოდში გააქტიურდა, როდესაც შავი მთვარე მის ზოდიაქოს ნიშანს გადიოდა
14:19 03.08.2015
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, ფაქტია, რომ მარგველაშვილის გადაწყვეტილებები და აზრები უფრო ახლოსაა „ნაციონალებთან“ და ალასანიას პარტიასთან, ვიდრე „ოცნებასთან“.

ამის შესახებ ცაგარელმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი მარგველაშვილი დღეს ოპოზიციურ ფრთას განეკუთვნება.

„მარგველაშვილი არაერთხელ გავაფრთხილე, რომ 25 აგვისტომდე იშვიათად ყოფილიყო წინა პლანზე და რაც შეიძლება ნაკლები განცხადებები გაეკეთებინა. ის ყველაზე მეტად იმ პერიოდში გააქტიურდა, როდესაც შავი მთვარე - მაცდუნებელი ძალა მისი ზოდიაქოს ნიშანს გადიოდა. აქედან გამომდინარე, ის, წარმატებული პერიოდი, რომელიც სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო, გაცილებით მეტი სირთულეებით წარიმართება“,- განაცხადა ცაგარელმა.

ბეჭდვა