მიხეილ ცაგარელი: საოკუპაციო საზღვრის გადმოწევა კოსმოსიდან წამოსულ ნეგატიურ ენერგიას უკავშირდება
მიხეილ ცაგარელი: საოკუპაციო საზღვრის გადმოწევა კოსმოსიდან წამოსულ ნეგატიურ ენერგიას უკავშირდება
14:40 17.07.2015
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, ამ პერიოდში დედამიწაზე კოსმოსიდან დაძაბული ენერგია მოდის, რაც ადამიანებსა და ქვეყნებს შორის კონფლიქტს იწვევს.

ცაგარელმა ეს გაზეთ ,,ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ასტროლოგი ირწმუნება, რომ რამდენიმე დღის წინ რუსების მიერ საოკუპაციო საზღვრის გადმოწევაც სწორედ კოსმოსიდან წამოსულ ნეგატიურ ენერგიას უკავშირდება.

,,23-28 ივლისის პერიოდში დალაგდება სიტუაცია, მაგრამ ცოტა ხნით. პერიოდი კი მთლიანობაში საკმაოდ რთულია. ეს იმას ნიშნავს, რომ იძაბება ყველა სიტუაცია, იქმნება ნეგატიური ენერგიების მოზღვავების ტენდენცია, რაც გამოიხატება მაგალითად, იგივე გლდანში მომხდარი ტრაგედიით, როცა ადამიანები დაიღუპნენ. გარდა ამისა, დაიძაბა სიტუაცია საზღვარზეც, რადგან, როდესაც კოსმოსიდან ასეთი დაძაბული ენერგია მოდის, ადამიანებსა და ქვეყნებს შორისაც იძაბება ვითარება. ემოცია აღწევს აპოგეას და ასეთ პერიოდში ყოველთვის ერთი-ორად მატულობს კონფლიქტების, დაპირისპირებების ტენდენცია“,- აცხადებს ცაგარელი.

ასტრლოგი მსგავს ფაქტებს ადამიანებისთვის და ქვეყნებისთვის კოსმიური გამოცდების პერიოდს უკავშირებს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ პროვოკაციას არ უნდა აჰყვეს და ურთიერთობა მოლაპარაკების გზით უნდა დავასტაბილუროს.

,,ეს არის კოსმიური გამოცდების პერიოდი ცალკეული ქვეყნისთვის, ადამიანისთვის და ა.შ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, რომელთა ალბათობა ამ დროს ორჯერ-სამჯერ იზრდება. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მშვიდად დავასტაბილუროთ ურთიერთობა, აუცილებლად მოლაპარაკების გზით“,- აცხადებს ცაგარელი.





ბეჭდვა