ირაკლი ალასანიას მეუღლე: რას მოიმოქმედებთ ექსტრემალურ სიტუაციაში თუ ამ დროს დაინახავთ, რომ ჯუმბერი და ემზარი კოცნაობენ
ირაკლი ალასანიას მეუღლე: რას მოიმოქმედებთ ექსტრემალურ სიტუაციაში თუ ამ დროს დაინახავთ, რომ ჯუმბერი და ემზარი კოცნაობენ
10:32 30.06.2015
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, ფეისბუქის გვერდზე ფსიქოლოგიურ ტესტს აქვეყნებს, რომლებიც ადამიანის ღირებულებებსა და პრიორიტეტებს ეხება.

„არის ასეთი ფსიქოლოგიური სავარჯიშო, ერთდროულად ბევრი რამის გაკეთება რომ გიწევს, როგორ ახერხებ პრიორიტეტიზაციას, რომ გადარჩე და არც ქაოსმა დაგღალოს.

აი, წარმოიდგინეთ, სახლი დაგეტბორათ, თქვენი საყვარელი ძაღლი იხრჩობა, თაროდან მნიშვნელოვანი წიგნები გადმოცვივდა და ფუჭდება, ღუმელში შედგმულ ნამცხვარს ცეცხლი გაუჩნდა, ცეცხლი უახლოვდება საფულეს, რომელშიც უკანასკნელი კაპიკები გიდევთ, საძინებელში ტირის შეშინებული ბავშვი.... უცებ ხედავთ მოპირდაპირე სახლში ჯუმბერი და ემზარი კოცნაობენ.

რას გააკეთებთ პირველს?“, - კითხულობს ნათია ფანჯიკიძე.

სტატუსმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. კომენტარებში ძირითადად წერენ, რომ პირველი ბავშვს და ძაღლს გადაარჩენენ, თუმცა ვხვდებით რამდენიმე სატირულ პოსტსაც.

ერთი მომხმარებელი წერს, რომ გეი წყვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაქცევდა ყურადღებას, თუ ჯუმბერი მისი ქმარი აღმოჩნდებოდა.

„ბავშვიდან და ძაღლიდან ვიწყებ და ბოლოს მივხედავ ჯუმბერს ისიც იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ქმარია“, - ვკითხულობთ პოსტის კომენტარებში.


ბეჭდვა