ასტროლოგის პროგნოზი: რამდენ ხანში დაიშლება „ოცნება“
ასტროლოგის პროგნოზი: რამდენ ხანში დაიშლება „ოცნება“
17:06 28.05.2015
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი წევრის მიერ პარტიის დატოვება ჯერ დასაწყისია და პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები დაიწყება.

მიხეილ ცაგარელმა ეს, გაზეთ ,,ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები კოალიცია ,,ქართულ ოცნებასაც“ შეეხება.

,,დიდი პრობლემები იქნება იდეოლოგიის პოლიტიკის სფეროში. ეს არ შეეხება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას", ეს შეეხება ალასანიას პარტიასაც და „ქართულ ოცნებასაც". „ნაციონალები" შეეცდებიან ტრანსფორმაციას, რადგან შიდა ბირთვი რჩება, დანარჩენი დაიყოფიან. ზოგი იძმაკაცებს „ქართულ ოცნებასთან", ჩაინერგებიან იქ, ნაწილი ახლოს მივა მარგველაშვილთან, ალასანიასთან, „რესპუბლიკელებთან", მესამე ნაწილი შექმნის ცალკე ჯგუფს, ისინი დაიწყებენ მტკიცებას, რომ არანაირი კავშირი არ აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან". ეს დასაწყისია, სერიოზული პროცესები იქნება“,- აცხადებს ცაგარელი.

მისი თქმით, ,,ნაცმოძრაობას“ ორი წელი ექნება საკმაოდ რთული და ტრანსფორმაციის შემდეგ შეიძლება უარესი კრახი ჰქონდეთ.

ასტროლოგი მინისტრთა კაბინეტის და თავად პრემიერ-მინისტრის შეცვლასაც ვარაუდობს.

,,ჩვენ ვნახეთ, რომ შეიცვალა რამდენიმე მინისტრი, არაა გამორიცხული, რომ კიდევ იყოს ცვლილებები, მათ შორის პრემიერის დონეზეც, წლის ბოლომდე, ამიტომ მოვლენები ისე განვითარდება, არ მოიწყენენ, ჟურნალისტები, მე გაძლევთ ამის პირობას“,- ამბობს ცაგარელი.

ამასთან, ,,ქართული ოცნება“ თუ მმართველობის ამ სტილს გააგრძელებს, ასტროლოგის პროგნოზით 6 წლის შემდეგ დაიშლება.

,,მე თავის დროზე ვუკიჟინებდი „ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილს, რომ 9 წელი სიმბოლური დროა. 9 თვის თავზე ქალი აჩენს ბავშვს, პლანეტა მარსი მართავს ამ ციფრს და ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც ახალი ფორმაცია უნდა შეიქმნას. 9 წლის შემდგომ ძველებურად ცხოვრება და მუშაობა არ შეიძლება. გახსოვთ, ალბათ, 9 წლის შემდეგ დაიშალა „მოქალაქეთა კავშირი". ასევე, ვაფრთხილებდი, რომ დაიშლებოდა „ნაციონალური მოძრაობა", რადგან ისინი არხეინად აგრძელებდნენ ძველებურ ცხოვრებას. ასე მოუვა „ქარულ ოცნებასაც", თუ 9 წლის მერეც ეცდებიან, ისე გააგრძელონ, როგორც ახლა არიან“,- განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

ბეჭდვა