სადღობელაშვილი: წარმოვიდგინე როგორ ''ზასავს'' გოგორიშვილი ჩიორას ან ბობოხიძე როგორ „ძალადობს“ გივიზე
სადღობელაშვილი: წარმოვიდგინე როგორ ''ზასავს'' გოგორიშვილი ჩიორას ან ბობოხიძე როგორ „ძალადობს“ გივიზე
12:12 19.05.2015
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი, 17 მაისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პარლამენტართა იმ ქმედებებს აფასებს, რომლებმაც ლგტბ დროშა ხელში დაიჭირეს ან არ დაიჭირეს.
ლადო სადღობელაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„იმედის კვირაში“ ერთობ საინტერესო სიუჟეტი გავიდა ლგბტ დროშასთან და ერთსქესიანთა კოცნასთან დაკავშირებით, რასაც არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, ანუ იმ აზრთა სხვადასხვაობას და იდეოლოგიურ განსხვავებას, რომელიც არა თუ უმრავლესობაში, არამედ ფრაქციების დონეზეც კი არსებობს ...
აი მაგალითად ავიღოთ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები": თუ ამ ფრაქციის წევრი ქბ ნინო გოგუაძე ლიბერალურად არის განწყობილი ლგბტ-ეების მიმართ და დროშის ფრიალით გვიკითხავდა მორალს, მაგალითად ბნ ცაგარეიშვილი, ჩიქოვანი და აბაშიძე ერთობ შეძრწუნდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, არც დროშას მოკიდეს ხელი და არც კოცნაზე დათანხმდნენ...

ან კიდევ ფრაქცია რესპუბლიკელები: მაგალითად ძმებმა ბერძენიშვილებმა და ქბ თამარ კორძაიამ (ეს უკანასკნელი კოცნაზედაც თანახმა იყო) თამამად მოჰკიდეს ხელი დროშას და პატარა ლექციებიც კი წაგვიკითხეს "სიბნელესთან" დაკავშირებით, მაშინ როცა ბნ ხმალაძესგან იგივე ვერ ვიხილეთ და მოვისმინეთ.

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო და მადლობა არ გადავუხადო ქართული ოცნების ყველა იმ პარლამენტარს რომელმაც არ იკადრა ამ სიბინძურით სპეკულირება და კაცურად - ქართულად - ტრადიციულად დააფიქსირა თავიანთი შეხედულება.

საინტერესო იყო „ნაციონალების“ ერთსულოვნება აღნიშნულთან დაკავშირებით. იქ კაციც და ქალიც ყველა მზად იყო ერთსქესიანი კოცნისათვის და დროშაც გულიანად გვიფრიალეს... (ისე ერთი მომენტი წარმოვიდგინე მაგალითად ქბ გოგორიშვილს როგორ ჰყავს ტრიბუნაზე აყუდებული ჩიორა და ზასავს ან კიდევ ბნ ბობოხიძე როგორ "ძალადობს" გივიზე )

P.S. აი მართლა ვერ გამიგია როგორ ძლებთ ერთ ფრაქციაში ასეთი აზრგანსხვავებულები, მეცოდებით იცით რატომ იმიტომ რომ ფულის, ფუფუნების და ძალაუფლების გამო ხართ ერთად და არა იდეის და მორალლურ ზნეობრივ თუ სხვა შეხედულებების გამო!!!“- აცხადებს სადღობელაშვილი.

ბეჭდვა