ლელა კაკულია პრემიერის მიმართულებით ერთ-ერთი მინისტრისგან ჭიქის სროლას წინასწარმეტყველებს
ლელა კაკულია პრემიერის მიმართულებით ერთ-ერთი მინისტრისგან ჭიქის სროლას წინასწარმეტყველებს
11:15 11.05.2015
ცნობილი ნათელმხილველი ლელა კაკულია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 25-ე საუკუნეში საქართველოს გაბრწყინებულს ხედავს, მორიგ წინასწარმეტყველებას საკუთარი „ფეისბუქის“ გვარდზე აქვეყნებს, რომლის თანახმადაც არც მეტი, არც ნაკლები, ერთ-ერთი მინისტრი, პრემიერ ღარიბასვილს ჭიქას ესვრის, თუმცა ნათელმხილველი დამაიმედებელ პროგნოზსაც აკეთებს და აცხადებს, რომ ღარიბასვილი ნასროლ ჭიქას აიცილებს.
ხუმრობის გარეშე ვურჩევ პრემიერს, მინისტრებთან შეხვედრებისას პლასტმასის ჭურჭლით ისარგებლოს. იმიტომ, რომ ვხედავ ერთ-ერთი გაგულისებული მინისტრი მოულოდნელად ჭიქას ესვრის. საბედნიეროდ, პრემიერი კარგი რეაქციის წყალობით გადაურჩება ტრავმას, უცბად გასწევს თავს და ნასროლ ჭიქას აიცდენს. მე არ ვხუმრობ. მთელი სერიოზულობით ვაფრთხილებ პრემიერს ამის თაობაზე!“ - აცხადებს ლელა კაკულია.

ბეჭდვა