მისტიკური მკვლელობა თბილისში-,,გრანდ ჰოტელის" საიდუმლოება
მისტიკური მკვლელობა თბილისში-,,გრანდ ჰოტელის" საიდუმლოება
16:15 17.04.2015
,,სიყვარულის ქალღმერთი" - ასე უწო¬დ¬ებდნენ ნორვეგიელ მწერალს, პიანი¬სტს, მთარგმნელსა და Belle Epoque-ის (,,მშვენიერი ეპოქა" -1890-1914 წლების ევროპის ისტორიის აღმნიშვნელი პირობითი ტერმინი) მხატვრებისა და მწერლების მუზას, დაგნი იულს, რომლის სახელის ექომ XIX საუკუნის ევროპას გადაუარა და თბილისში¬ მიწყდა, - დაგნი 1901 წლის 5 ივნისს სასტუმრო ,,გრანდ ჰოტელში" მოკლეს, ცხედარი კი რატომღაც არა მშობლიურ მიწას, არამედ კუკიის სასაფლაოს მიაბარეს.

ამ თემაზე გაზეთი ,,კვირის პალიტრა“ წერს.

,,დაგნი ნორვეგიის ერთ პატარა ქალაქში,¬ უმდიდრეს ოჯახში დაიბადა, საიდანაც მშობლებმა 1898 წელს ბერლინში მუსიკალური განათლების მისაღებად გაგზავნეს. აქ შეხვდა ედვარდ მუნკს-მსოფლიოში სახელგანთქმულ მხატვარს. მუნკი კაფე ,,შავ გოჭში" იჯდა და სვამდა, როცა კარი წითურთმიანმა ქალმა შეაღო, იქაურობა მოათვალიერა და პირდაპირ მისკენ გასწია. მაგიდას მიუჯდა, მუნკის ღვინით სავსე ჭიქას ხელი დასტაცა და ერთი ამოსუნთქვით გამოცალა. ამ საღამოს დაგნი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა სმა, დროს ტარება და ექსტრავაგანტური ჩაცმა, ,,ბოჰემის¬ დედოფლად" და მხატვრის მუზად იქცა.

მას შემდეგ ქალაქის წვიმიან ქუჩებში ხშირად ნახულობდნენ გალუმპულ დაგნისა და ედვარდს. ამბობენ, რომ დაგნი მხატვრის შავბნელ ცხოვრებაში ერთადერთი გამონათება იყო. ამიტომაც გაბატონდა მის მისტიკურ ტილოებზე დაგნის მომაჯადოებელი სახე და შედევრებადაც იქცა.

ბოჰემური ცხოვრების მოყვარულ დაგნის¬ მხატვარი ორ წელიწადში მოჰბე¬ზრდა. ამჯერად მისი რჩეული შვედი მწერალი,¬ დრა¬მატურგი ავგუსტ სტრინდბე¬რგი¬ იყო. მას ქალმა თავგზა აუბნია და მერე ცოლობაზე¬ უარი სტკიცა. უარის მიზეზი ცნობილი პოლონელი მწერალი სტანისლავ პშიბიშევსკი იყო, რომელმაც სტრინდბერგი გააცნო. ქალით¬ გაგიჟება ამჯერად პშიბიშევსკის გადაედო¬. დაგნის ახალი საყვარელი ხელმოკლე, მაგრამ ტრადიციული ოჯახის შვილი იყო (შვიდი და-ძმა ჰყავდა), თუმცა, ტრადიციულობას ხელი არ შეუშლია, დაგნის გამო ოჯახი მიეტოვებინა, 1892 წელს ცოლად შეერთო და მასთან ერთად ბოჰემ¬ურ ცხოვრებაში გადაშვებულიყო -ცხოვრებ¬აში, რომლის ფსკე¬რზე დაგნის ყველა მამა¬კაცი, ბოლოს და ბოლოს, მაინც ტოვებდა. ასე მიატოვა პშიბი¬შევსკიმაც, თუმცა, მანამდე ისიც სრულ სიგი¬ჟეს მიეცა -დაგნის გამო ედვარდ მუნკი გამოიწვია დუელში, ტყვია მარჯვენა ხელში ესროლა და დამცინავად ჩაუქირქილა: ,,აბა, ახლა ხატე, თუ ბიჭი ხარ!". მხატვარმა სამუდამოდ დაზიანებული ხელით ხატვა მაინც გააგრძელა, პშიბიშევსკიმ კი, რომელსაც მოგვიანებით დაგნისთან ორი შვილი (ვაჟი და გოგონა) შეეძინა, მეგობარი მწერლის ცოლთან გააბა¬ რომანი, -სასიყვარულო სამკუთხედი ხომ ამ ეპოქის სიმბოლო იყო.

შესაძლოა, სწორედ ამ უკანასკნელი რომანის გამო არ გამოჰყვა მწერალი საქართველოში ცოლსა და 5 წლის ვაჟიშვილს. არადა, მისმა ახალგაზრდა მეგობარმა, ვლადისლავ ემერიკმა, თბილისში ცოლ-ქმარი ერთად დაპატიჟა. პშიბიშევსკიმ ცოლი დააიმედა, შენ ვაჟი წაიყვანე, მე კი გოგონასთან ერთად მოგვიანებით ჩამოვალო. დაგნი ამ დროს 33 წლის იყო, ემერიკი -25-ის. ამ უკანასკნელის მამა ჭიათურის მარგანეცისა და ბაქოს ნავთობის საბადოების მფლობელი იყო და მდიდარი მრეწველის შვილისთვის თბილისი რომანტიკასა და ფუფუნებასთან იყო დაკავშირებული. თუმცა, არსებობდა სხვა, კიდევ უფრო ღრმა მიზეზიც, რომელიც დაგნის ქმარმაც იცოდა, -მას ხომ ხშირად შეუნიშნავს მისი ცოლისკენ მიმართული ახალგაზრდა მეგობრის აღტა¬ცებული მზერა!

ასე აღმოჩნდა დაგნი თბილისში, სასტ¬უ¬მრო ,,გრანდ ჰოტელში" -მშრალ ხიდთან, ახლანდელ ხიდის ქუჩა #1-ში. იმ დღეებში გაზეთი ,,კავკაზი" იტყობინებოდა: ,,გრანდ ჰოტელის" ნომერში ბინადრობს¬ ვარშავის გუბერნიის მემამულე ვლადისლავ ემერიკი. ერთი თვის წინ ემერიკი სამშობ¬ლოში გაემგ¬ზავრა და ორ კვირაში დაბ¬რუ¬ნდა, თან ახლდა მანდილოსანი და მისი 5 წლის ვაჟი.

ემერიკმა მანდილოსანი თავის დად გაასაღა და ისე ჩაასახლა სასტუმროში, რომ მისი დოკუმენტები არ წარმოადგინა... იმ საბედისწერო დღეს ემერიკმა ბავშვი გამო¬იყვანა დედის ნომრიდან და ნაცნობს მიაბარა. თვითონ დაგნისთან დაბრუნდა და კარი ჩაკეტა. მალე ოთახიდან წყვილი გასროლა გაისმა. კარი შეამტვრიეს. პოლიციელებს თვალწინ საზარელი სურათი წარმოუდგათ: ლოგინზე სისხლის გუბეში იწვა მსხვერპლი -დაგნი პშიბიშევსკა. შუბლზე ნატყვიარი აჩნდა. საწოლის ახლოს, ხალიჩაზე იწვა ემერიკი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა.
თავზარდაცემულმა პოლიციელებმა იქვე ემერიკის ოთხი ბარათიც აღმოაჩინეს: ერთით სასტუმროს პატრონს უბოდიშებდა, მეორით -მსხვერპლს, დანარჩენებით დაგნის ქმარსა და შვილს. არც ერთ წერილში¬ მკვლელობის მიზეზზე არ მიანი¬შნებდა, თუმცა,
დაგნის ქმარს უცნაურ სიტყვებს სწერდა: ,,მე გავაკეთე ის, რაც შენ უნდა გაგეკეთებინა... მე მას ვკლავ იმ მომენტში, როცა ამას ყველაზე ნაკლებად მოელის",- წერს გაზეთი.

გამოცემის ცნობით, ამ ამბავს სხვა უცნაურობაც ახლდა: არც ემერიკის მშობლებს მოსვ¬ლიათ აზრად შვილის სამშობლოში¬ გადასვენება და არც დაგნის,-ორივე კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს, თუმცა, სხვადასხვა საფლავში.

,,ორივეს გულზე დაჭდობილ ხელებში ჯვარი ეპყრა და საფლავებს მდიდრული საფლავის ქვა ფარავდა; თბილისში კი დაგნი იულის იდუმალი მკვლელობა არავის ავიწყდებოდა. მეტიც, დრო ამ მკვლელობას კიდევ მეტი მისტიკურობით მოსავდა. ერთხანს, კუკიის სასაფლაოს გაზრდის პარალელურად, ,,სიყვარულის ქალღმერთის" საფლავი თითქოს საფლავებში ჩაიკარგა, მაგრამ მალევე მოძებნეს. მისტიკურობა ამ ფაქტსაც ახლდა: ადამიანი, რომელიც დაგნის საფლავის ძებნაში დაიღალა, არაქათგამოცლილი რომელიღაც ქვაზე ჩამოჯდა,¬ მიიხედა და დაგნის საფლავი დაინახა!

1999 წელს დაგნი იული კუკიის სასაფლაოს პანთეონში გადაასვენეს“,- წერს გაზეთი.



ბეჭდვა