ინგა გიროგლია: „იმედის“ განცხადება არ მომეწონა მაგრამ აქედან ფეხის მოცვლას არ ვფიქრობ
ინგა გიროგლია: „იმედის“ განცხადება არ მომეწონა მაგრამ აქედან ფეხის მოცვლას არ ვფიქრობ
17:29 24.03.2015
ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული განცხადება არ მოეწონა, ის არხიდან წასვლას არ გეგმავს.

ამის შესახებ გრიგოლია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ბევრი ზარი მქონდა და აქაც დავწერ ბარემ: არსად ვაპირებ წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის განცხადებს არ მომეწონა. ))))))) „რეაქციას“ ვგეგმავ ჩვეულებრივად და საერთოდ არ ვფიქრობ ფეხის მოცვლას არსად... p.s. როგორ ეწყინებათ ეს ჩემი სტატუსი, ვისაც ეგონა გავბრაზდებოდი და გავიქცეოდი. )))))))) მეთოდები მოგიძველდათ“,-წერს ინგა გრიგოლია.

ტელეკომპანია „იმედი“ მაუწყებლობის ეთერში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას მიერ გაჟღერებული ფრაზების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წამყვანების მხრიდან მსგავსი ფრაზები არამიზანმიმართულად და ემოციურ ფონზე გაჟღერდა.

პარასკევს, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა რომ “ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კატეგორიულად მოსთხოვა გადაცემის ავტორებს არ გაეშუქებინათ “რეაქციაში” 21 მარტის აქციის თემა. ასევე, „იმედის კვირაში“ წამყვანმა ეკა ხოფერიამ გამოთქვა აზრი, რომ ხელისუფლებისათვის მიუღებელია ობიექტური „იმედი“.

ბეჭდვა