ტელეკომპანია „იმედში“ სკანდალი მწიფდება
ტელეკომპანია „იმედში“ სკანდალი მწიფდება
16:21 24.03.2015
ჟურნალისტი ეკა ხოფერია, ტელეკომპანია „იმედის“ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მას მსგავსი პრეცედენტი არ ახსენდება, სადაც არხის ხელმძღვანელობა საკუთარ ჟურნალისტებს ასეთი განცხადებით ემიჯნება.

ამის შესახებ ხოფერია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ემოციური და პოლიტიკური, „იმედის“ მიერ გავრცელებული განცხადებაა და არა ჩვენი, ჟურნალისტების)))) ისე, პრეცედენტი არ მახსენდება არხის ხელმძღვანელობა ასეთი განცხადებით გაემიჯნოს საკუთარ ჟურნალისტებს. შეიძლება მე ვერ ვიხსენებ“,- აცხადებს ხოფერია.

ტელეკომპანია „იმედი“ მაუწყებლობის ეთერში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას მიერ გაჟღერებული ფრაზების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წამყვანების მხრიდან მსგავსი ფრაზები არამიზანმიმართულად და ემოციურ ფონზე გაჟღერდა.

პარასკევს, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა რომ “ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კატეგორიულად მოსთხოვა გადაცემის ავტორებს არ გაეშუქებინათ “რეაქციაში” 21 მარტის აქციის თემა. ასევე, „იმედის კვირაში“ წამყვანმა ეკა ხოფერიამ გამოთქვა აზრი, რომ ხელისუფლებისათვის მიუღებელია ობიექტური „იმედი“.

ბეჭდვა