ალექსანდრ ხაცკევიჩი: უცებ კალაძემ მუხლზე ხელი დამადო და მეუბნება - დღეს მარტო ხარ?
ალექსანდრ ხაცკევიჩი: უცებ კალაძემ მუხლზე ხელი დამადო და მეუბნება - დღეს მარტო ხარ?
16:09 24.03.2015
ბელორუსის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ხაცკევიჩი, რომელსაც კიევის „დინამოში“, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან და ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძესთან მუშაობდა, ინტერნეტპორტალ ua.tribuna.com-თან ვრცელ ინტერვიუში სახალისო ისტორიებს იხსენებს.

ხაცკევიჩის განცხადებით, როდესაც კახა კალაძე კიევის „დინამოში“ გადავიდა, მან უკრაინული კი არა, კარგად რუსულიც არ იცოდა. მისივე თქმით, თავიდან ის კალაძეს მაღაზიაში საყიდლებზე დაჰყვებოდა, ქალაქის გზას აჩვენებდა და თუ სადმე წასასვლელი იყო, მიჰყვებოდა.

ხაცკევიჩი იხსენებს, რომ ყველაზე სასაცილო ისტორია სწორედ ამ პერიოდში გადახდა.

„ერთხელ კიევში ავტომანქანით მივდიოდით. უცებ კახამ მუხლზე ხელი დამადო და მეკითხება: „დღეს მარტო ხარ?“. გულწრფელად გითხრათ, გავოცდი. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ქართველები ქალების სპეციალისტები იყვნენ და უცებ ასეთი კითხვა. „საერთოდ, დღეს ცოლთან ერთად ვარ“ – ვუპასუხე. ამ დროს კახას გაეცინა. როგორც აღმოჩნდა, არასწორად მკითხა. მას რესტორანში დაპატიჟება სურდა და უნდოდა გაეგო საღამოს დაკავებული ხომ არ ვიყავი. ყველაფერი კი ძალიან ინტიმურად გამოვიდა“, - ყვება ხაცკევიჩი.


ბეჭდვა