ლედი გაგა თხოვდება
ლედი გაგა თხოვდება
16:09 17.02.2015
მომღერალი ლედი გაგა მსახიობ ტეილორ კინიზე დაინიშნა. ამის შესახებ მომღერალმა „თვითერზე“ დაწერა.

გაგა იუწყება, რომ ხელი მისმა რჩეულმა ვალენტინობის დღეს სთხოვა.

„ვალენტინობას მან თავისი გული მაჩუქა და მე ვუთხარი - დიახ!“, - დაწერა ლედი გაგამ.

როგორც უცხოური პრესა იუწყება, წყვილს უკვე 4 წელზე მეტია რაც ურთიერთობა აქვს.

ლედი გაგა მის რჩეულს მსახიობსა და მოდელს ტეილორ კინს სიმღერა - „you and I”-ზე ვიდეორგოლის გადაღების დროს შეხვდა.

ბეჭდვა