მამა ელიზბარი: მერად რომ გვყავს ნარმანია, „ნიუჟელი ნარმალნია?“
მამა ელიზბარი: მერად რომ გვყავს ნარმანია, „ნიუჟელი ნარმალნია?“
13:24 16.02.2015
დეკანოზ მამა ელიზბარის განცხადებით, როცა თბილისის მერი ნაძალადევის რაიონის გამგებლად, საკითხის შეუსწავლელად, ვიღაცის დავალებით ნიშნავს პირს, ის ნორმალური მერი აღარ არის.

მისივე თქმით, დავით ნარმანიას მერად დანიშვნის შემდეგ მასზე ლექსებიც იყო.

„ნარმანია რომ დანიშნეს ლექსებიც გამოითქვა: „მერად რომ გვყავს ნარმანია, ნიუჟელი ნარმალნიაო?“. როცა ამ ყმაწვილს, ზაზა გაბუნიას, ერთ-ერთი სერიოზული რაიონის გამგებლად შეუსწავლელად ნიშნავ, ან შესწავლილი გაქვს და დავალებული გაქვს, აღარ მინდა, აღარც მაგისთანა მერი და არც არაფერი“- განაცხადა მამა ელიზბარმა.

ბეჭდვა