რა უთხრა მოხუცმა სვანმა სვანეთში ასულ იაღოველებს
რა უთხრა მოხუცმა სვანმა სვანეთში ასულ იაღოველებს
14:35 26.01.2015
უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, სოსო ჯაჭვლიანი დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება და ამის დასამოწმებლად სახალისო ისტორიას იგონებს.

ეს ისტორია ჯაჭვლიანმა გაზეთ „ქრონიკასთან“ საუბრისას გაიხსენა.

„ერთ რამეს გეტყვით: ადრე იაღოველები იყვნენ ამოსულები სვანეთში. ჩემი მეგობრის მამასთან მივიდნენ, ოთხმოცს გადაცილებულ კაცთან, მივიდნენ და უტარებდნენ ინსტრუქტაჟს, ჩვენ დავიხოცებით, მაგრამ მერე აღვდგებითო. ამან უთხრა, მე თანახმა ვარ, კაი რაღაცას იძახით, თქვენთან შემოვალ თუ ერთ სურვილს ამისრულებთო. თქვი, აგისრულებთო. დაახლოებით 4 წელია ჩემი ის არ ამდგარა, თუ ამიყენებთ, თქვენიანი ვარო. აი, ისე აღდგება მიშა სააკაშვილი, როგორც იმ კაცს აუყენეს!“- განაცხადა ჯაჭვლიანმა.

ბეჭდვა