მიხეილ ცაგარელი: 2015 წელს ღალატი იკრძალება, ეს ამ წელს სერიოზულად დასჯადია
მიხეილ ცაგარელი: 2015 წელს ღალატი იკრძალება, ეს ამ წელს სერიოზულად დასჯადია
14:00 30.12.2014
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ ,,ალიასთან“ 2015 წელზე საუბრობს და აცხადებს, რომ თხის წელი იღბლიანი იქნება.

,,2015 წელი უკავშირდება თხას, იაპონურად კი მწვანე ცხვრის წელიწადია და 19 თებერვალს იწყება. თხა ხის სტიქიას განეკუთვნება. ხე უკავშირდება სიუხვეს, აყვავებას, ჰარმონიას, რომანტიზმს. სწორედ ეს თვისებები წამოიწევს წინა პლანზე ამ წელს. მოიმატებს არაორგანიზებულობა, არაპუნქტუალურობა. თუ ცხენის წელიწადი შედარებით აღგზნებული იყო, ხა პირიქით - მშვიდობიანია, არ უყვარს კონფლიქტი. ის აღმოსავლეთ ზოდიაქოს ნიშნებში ყველაზე იღბლიანად ითვლება. ამიტომ, თხის წელს იღბალი მოიმატებს.

ეს წელიწადი კარგია ლატარიებისთვის, გათამაშებებისთვის, კონკურსში მონაწილეობისთვის... აუცილებელი იქნება ნებისმიერი პრობლემის მხოლოდ დიპლომატიური გზით მოგვარება, კომპრომისზე წასვლით და არავითარ შემთხვევაში აგრესიით, ეს აუცილებელი პირობაა“,-აცხადებს ცაგარელი.

ასტროლოგის თქმით, თხის წელს გარკვეულწილად, ჯანმრთელობის პრობლემები იქნება.

,,ჯანმრთელობის კუთხით დასუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი. 11 აგვისტომდე ასევე, დასუსტდება ელენთა, ნაწლავური სისტემები, კუჭქვეშა ჯირკვალი, ხოლო 11 აგვისტოს შემდეგ მეტი ყურადღება სჭირდება თირკმელებს, ენდოკრინოლოგიურ სისტემას და ყელის არეს. შედარებით რთული პერიოდი გვაქვს ინფექციური დაავადებების, ეკოლოგიური კატასტროფების კუთხით იანვარ-თებერვალში.

ძალიან საყურადღებოა მარტის ბოლო და აპრილის დასაწყისი. მაისი, ივნისი, ნოემბრის ბოლო და დეკემბერი ყველაზე რთული პერიოდებია როგორც ეკოლოგიური, ისე იდეოლოგიური, ფინანსური და ჯანმრთელობის კუთხით“,-აღნიშნავს ასტროლოგი.

როგორც ცაგარელი აღნიშნავს, 2015 წლს ცვლილებები მოხდება სამედიცინო სფეროში.

,,თხის წელს მედიცინის სფეროში სერიოზული ცვლილებები იქნება, მათ შორის საკადრო. სამედიცინო შეცდომების ალბათობა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში. წლის მეორე ნახევარში, სექტემბრიდან, მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები იურისპრუდენციაში. ადამიანს ყველგან და ყველაფერში გონიერების დაცვა განსაკუთრებით სჭირდებათ. იკრძალება ღალატი, ეს ამ წელს სერიოზულად დასჯადია“,-აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

ბეჭდვა