მამუკა ღლონტი: „აბები“ მალე აღდგება
მამუკა ღლონტი: „აბები“ მალე აღდგება
17:17 23.12.2014
ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი ყოფილი მეპატრონის მამუკა ღლონტის განცხადებით, გადაცემა „ყოველდღიურ აბებს“ სპონსორები გამოუჩნდნენ.

ამის შესახებ მამუკა ღლონტი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს.

„ძალიან გახარებული ვარ, რამდენიმე ბიზნესმენი დამიკავშირდა და ისინი მზად არიან „აბები“ დაასპონსორონ, თუნდაც მხოლოდ ინტერნეტში განთავსდეს. ასეთ ადამიანებზე დგას თავისუფლება. მადლობა ყველას, “აბები“ მალე აღდგება”, - წერს მამუკა ღლონტი.

ტელეწამყვანმა ვასიკო ოდიშვილმა, საკუთარ საავტორო გადაცემა „ყოველდღიურ აბებთან“ ერთად, გუშინ ტელეკომპანია „მაესტრო“ დატოვა.

ამის შესახებ ოდიშვილმა საგანგებო განცხადება „მაესტროს“ ეთერში გააკეთა.

მისი განმარტებით, არხზე შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, გუნდმა და წამყვანმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არხი ვადაზე ადრე დატოვონ.

ოდიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ყოველდღიური აბები“ ტელესივრციდან არ გაქრება.

ბეჭდვა