ირაკლი ალასანიას მეუღლე: დღეს ჩემი პრინცის დაბადების დღეა
ირაკლი ალასანიას მეუღლე: დღეს ჩემი პრინცის დაბადების დღეა
11:11 21.12.2014
თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, მეუღლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით ფოტოს ავრცელებს, სადაც ის და ირაკლი ალასანია, ესკალატორის გასწვრივ ფეხით მოძრაობენ.
„ყველა თავშენახული ესკალატორით მილივლივებს ამ ლამაზ გვირაბში, ამან თავის ფეხით უნდა გაიაროს .
ასეთია, სხვანაირად არ შეუძლია.

ჩემი პრინცის დაბადების დღეა.
პ.ს. მძინარე მზეთუნახავის ამბავი ხომ არ მოგიკითხავთ, პრინცმა რომ კოცნით გააღვიძა, მას მერე მოვლენები როგორ განვითარდა, როგორ გრძნობს თავს ნეტავ? ისე გული შემტკივა, ვინ იცის, ჩემსავით, მეყოფა, დავიღალე, დამაძინე ცოტა ხანსო, იხვეწება?“ - წერს სტატუსში ნათია ფანჯიკიძე.
ბეჭდვა