კიმ კარდაშიანის მამაკაცმა ფანმა 150 000$ დახარჯა, რომ ვიზუალურად მას დამსგავსებოდა
კიმ კარდაშიანის მამაკაცმა ფანმა 150 000$ დახარჯა, რომ ვიზუალურად მას დამსგავსებოდა
11:43 19.12.2014
კიმ კარდაშიანის ფანმა ჯორდან ჯეიმს პარკმა, იმისთვის, რომ მის კუმიrს დამსგავსებოდა, 50-ზე მეტი პლასტიკური ოპერაცია და კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა და მასში 150 000 დოლარი დახარჯა.

ჯეიმსს საკუთარი წარმოების ტანსაცმლის ხაზი, რეალითი შოუ და ბანკში საკუთარ ანგარიშზე მილიონი დოლარი აქვს, თუმცა მას მაინც კიმ კარდაშიანად სურს ყოფნა.

კოსმეტიკური პროცედურების ჩატარების შემდეგ, მან უამრავი ცნობილი ჟურნალის ყდა მოიარა.

23 წლის ჯეიმსმა უცხოურ პრესას განუცხადა, რომ კიმ კარდაშიანზე მას შემდეგ არის შეყვარებული, რაც „keeping up with kardashian“- ის ერთ ერთი ეპიზოდი ნახა.

ბეჭდვა