youtube-ზე ნახევრადშიშველი ლინდსი ლოჰანის ვიდეორგოლი გავრცელდა
youtube-ზე ნახევრადშიშველი ლინდსი ლოჰანის ვიდეორგოლი გავრცელდა
17:52 17.12.2014
ჟურნალ „love”-ის სამყაროს კალენდრის ფარგლებში გადაღებულ დღევანდელ ვიდეორგოლში ნახევრადშიშველი მსახიობი ლინდსი ლოჰანი გამოჩნდა.

ვიდეოში მსახიობი, მიუხედავად წარსულში უამრავი გახმაურებული თუ ნაკლებადცნობილი პრობლემებისა, რომლებიც ნარკოტიკებს და საპატიმროებს უკავშირდება, ჯანმრთელად და ბედნიერად გამოიყურება.

რამდენიმე ლუქში, მათ შორის სეზონის თრენდ „ქარდიგანდში“ და მაღალყელიან წინდებში გამოწყობილი ლინდსი ლოჰანი, სხეულის გარკვეულ ნაწილებს აჩენს და კამერის წინ თამამად პოზირებს.

Youtubeze- ჟურნალ „love”-ისთვის გადაღებული ვიდეოს ავტორი ლიზ კოლინსია და მას „მოვლენის დაბრუნება 2014” ეწოდება, როგორც ჩანს, ავტორი მსახიობ ლინდის ლოჰანის კარირულ დაბრუნებას გულისხმობს, რადგან ლინდსი ლოჰანმა საკუთარი შელახული რეპუტაციის აღდგენა და ჰოლივუდში დაბრუნება კიდევ ერთხელ მოახერხა.


ბეჭდვა