კრიშტიანო რონალდუ: თბილისში თამაშის ძალიან დიდი სურვილი მაქვს
კრიშტიანო რონალდუ: თბილისში თამაშის ძალიან დიდი სურვილი მაქვს
10:51 13.12.2014
პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანო რონალდუს განცხადებით, მას თბილისში ჩამოსვლისა და თამაშის ძალიან დიდი სურვილი აქვს.

რონალდუს თქმითვე, თუკი მის გუნდს საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლა მოუწევს, ეს უდიდესი წარმატება იქნება, რადგან ჩემპიონთა ლიგის მე-11 თასისა და სუპერთასის მოგება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

„რესურსი ნამდვილად გვაქვს და ბრძოლას ვაპირებთ. ევროპის სუპერ თასის ზედიზედ ორჯერ მოგება ურთულესია, თუმცა წარმატების მიღწევის დიდი იმედი მაქვს. ოქროს ბურთი უბრალოდ დამატებითი მოტივაციაა, რომელიც ვერასდროს გაუთანაბრდება გუნდურ ჯილდოებს. ხსენებულ ჯილდოს ჩემპიონთა თასს ან ლიგას ვერასდროს შევადარებ", - განაცხადა რონალდუმ.

კრისტიანო რონალდუ იმედოვნებს, რომ სამეფო კლუბი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე უპირობო ფავორიტის სტატუსით ჩამოვა და ჩემპიონთა ლიგის თასი ბინას სწორედ მადრიდში დაიდებს.
ბეჭდვა