ლედი გაგამ აღიარა რომ ის 18 წლის ასაკში გააუპატიურეს
ლედი გაგამ აღიარა რომ ის 18 წლის ასაკში გააუპატიურეს
14:16 04.12.2014
მომღერალმა ლედი გაგამ ჰორვარტდ სტრენის შოუში აღიარა რომ, თინეიჯერობის ასაკში მას თავს უამრავი საშინელი მბავი გადახდა.

მომღერალმა მათ შორის ყველაზე მტკივნეული მოვლენა გაიხსენა და აღიარა, რომ ის 18 წლის ასაკში ერთ-ერთმა პროდუსერმა გააუპატიურა.

ლედი გაგას განცხადებით, მან ამ ფაქტის შემდეგ უამრავი ფსიქოლოგიური თერაპიის კურსი გაიარა.

„მუსიკა თავიდანვე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მაგრამ ერთ მომენტში საკმაოდ მტკივნეული დარტყმა მივიღე ცხოვრებისგან. კათოლიკურ სკოლაში დავდიოდი, როდესაც ეს საშინელი ფაქტი მოხდა. მაშინ ძალიან გულუბრყვილო ვიყავი და ვიფიქრე „ეს ის გზაა რომელსაც უფროსები გადიან?,“ - განაცხადა ლედი გაგამ.

მომღერალი ლედი გაგა არ ასახელებს ვინ განახორციელა მასზე სექსუალური ძალადობა, თუმცა უარყოფს, რომ ეს პროდუსერმა მისტერ ლუკამ ჩაიდინა.



ბეჭდვა