ანჯელინა ჯოლი ავარიაში მოყვა
ანჯელინა ჯოლი ავარიაში მოყვა
11:44 02.12.2014
ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი ავარიაში მოყვა. შემთხვევა ლოს-ანჯელესში მოხდა.

როგორც ამერიკული პრესა იუწყება, ჯოლი ბევერლი ჰილზის ერთ-ერთ კინოთეატრში ფილმ „unbroken“-ის ჩვენებას დაესწრო და სახლში ბრუნდებოდა.

პოლიციის განცხადებით, ავარიის დროს ძლიერი წვიმა მოდიოდა, რის გამოც, "შევროლეს" მარკის ჯიპის საჭესთან მჯდომმა მსახიობის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

ძლიერი დარტყმის გამო, მანქანის ორივე წინა საბურავი გასკდა.

თვითმხილველთა თქმით, დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა ბორდიურს შეასკდა, თუმცა მანქანა არ გადაბრუნდა.

მსახიობის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა.
მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.


ბეჭდვა