ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი კიდევ ერთ ახალ ფილმში ითამაშებენ ერთად
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი კიდევ ერთ ახალ ფილმში ითამაშებენ ერთად
13:53 28.11.2014
მას შემდეგ, რაც ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა „მისის და მისტერ“ სმიტებში დაპირისპირებული ცოლ - ქმრის როლი შეასრულეს და ერთმანეთი შეუყვარდათ, 10 წელი გავიდა.

ახლახანს მათ ერთად კიდევ ერთ ახალ ფილმში ითამაშეს. ფილმ „ანბროუქენში“ ისინი კვლავ „ცუდი“ ქორწინების მსხვერპლნი არიან.

ამჟამად კი, ცნობილი წყვილი კიდევ ერთ ფილმში სახელწოდებით - „bye the sea” ითამაშებს ერთად.

ფილმის რეჟისორი თავად ანჯელინა ჯოლია და როგორც აცხადებს მისი შინაარსი რომანტიული არ იქნება.

მან ფილმის შესახებ „დეილიმეილს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

„როდესაც მეგობრებს ამ ფილმის სცენარი მოვუყევით და ვუთხარით, რომ კვლავ ერთად უნდა გვეთამაშა, მათ გვითხრეს რომ ცუდი იდეა არ იყო, თუმცა გვკითხეს - დარწმუნებულები ხართ? ხშირად ფილმის სცენარი რეალურ ცხოვრებაშიც გადმოდის - გაგვაფრთხილეს მათ, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ისე ღრმად ვიცნობთ, ყველაფრისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ანჯელინამ.

ამის შემდეგ, უცხოურმა პრესამ ისინი აივანზე ცხარე დისკუსიის დროს გადაიღო. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ჯოლის სიგარეტი უჭირავს, ბრედ პიტს კი ალკოჰოლური სასმელის ბოთლი. როგორც უცხოური პრესა იუწყება კამათი საკმაოდ დიდხანს და ცხარედ გრძელდებოდა.

„საკმაოდ უსიამოვნო ფოტოებია, მაგრამ ვერაფერს შევცვლით, ეს მოხდა, ჩვენ უკვე გადაგვიღეს“, - განაცხადა ანჯელინამ ფოტოების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს სცენა ახალი ფილმის რეპეტიცია იყო.


ბეჭდვა