ალასანიას მეუღლე: იცის ბატონმა ბიძინამ, რომ ანგელოზები მისმენენ და ისიც იცის, რომ მკურნალი ვარ
ალასანიას მეუღლე: იცის ბატონმა ბიძინამ, რომ ანგელოზები მისმენენ და ისიც იცის, რომ მკურნალი ვარ
11:54 26.11.2014
ირაკლი ალასანიას მეუღლის ნათია ფანჯიკიძის განცხადებით, მან როგორც ბალანსის და ჰარმონიის დედამ, სწორი და დროული სიტყვით, ბიძინა ივანიშვილის იმიჯი გადაარჩინა.

როგორც ფანჯიკიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს, ივანიშვილმა მინიშნება იმის შესახებ, რომ ალასანიას მიმართ ნასროლმა „ტალახმა“ ის პოლიტიკური დევნა, რომელიც ყოფილ თავდაცვის მინისტრზე ხორციელდებოდა უკეთ წამოაჩინა, გაიზრა.

ფანიჯიკიძის განცხადებითვე, ივანიშვილი მისი სტატუსიდან იმასაც მიხვდა, რომ ეს ირაკლისთვის მომგებიანი იყო და „ტალახის“ სროლაც შეჩერდა.

„უნდა დავაზუსტო, - ბატონი ბიძინა არ გამიქილიკებია, მას უბრალოდ სწორი რამ მივანიშნე და ვუთხარი, - მხოლოდ ახლობელი რომ გეტყვის, ისეთი და ამიტომაც გაიზიარა.

ხომ ხედავთ, ბოლო დღეებია ირაკლის მიმართ დამატებითი ტალახის გუნდები შეჩერებულია. რომ მძულებოდა, ხომ არ მივწერდი?

ტალახების უღირსმა სროლამ ბევრად უკეთ წარმოაჩინა პირადი და პოლიტიკური დევნა და ირაკლის განადგურების სურვილი.

ძალიანაც მომგებიანი იყო ეს ირაკლისთვის, რომელსაც ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარს. უყვარს როცა სხვა გამოხატავს თავის თავს და ამით ნათელი, ბევრი რამ ხდება.

მე, როგორც ბალანსისა და ჰარმონიის დედამ, სწორი და დროული სიტყვით, ბატონი ბიძინას იმიჯი გადავარჩინე. სიმართლე თუ გნებავთ, ესაა.

ნუ ღელავთ... იცის ბატონმა ბიძინამ, რომ ანგელოზები მისმენენ და ისიც იცის, რომ მკურნალი ვარ. ჩვენ ჩვენი უხილავი ურთიერთობა გვაქვს“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ფანჯიკიძე ბოლოდროინდელ სტატუსებში ძირითადად ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართავდა: იგი ივანიშვილს „არწმუნებდა“, რომ ჯონ ლენოლი დავით საგანელიძემ მოკლა, ხოლო ირაკლი ალასანია იქვე გვერდით იმყოფებოდა და კადრში მაშინ მოხვდა, როცა ლენოლს ტუჩებიდან სისხლს წმენდდა.

ასევე „მოქალაქე“ ივანიშვილის ხასიათს ფანჯიკიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის „გამოხტომებს“ ადარებდა.

ბეჭდვა