ანჯელინა ჯოლი, ჯარედ ლეტო და ჯონი დეპი ჰოლივუდის ფილმების დაჯილდოებას შეუერთდებიან
ანჯელინა ჯოლი, ჯარედ ლეტო და ჯონი დეპი ჰოლივუდის ფილმების დაჯილდოებას შეუერთდებიან
13:18 12.11.2014
ანჯელინა ჯოლი, ჯარედ ლეტო და ჯონი დეპი, ჰოლივუდის ფილმების დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრებიან.

ისინი სტივ კარელს, ჯენიფერ ლოპესს, რობერტ პატისონს, ედი რედმაინს, კრის როკს და ჰილარი სვანკს შეუერთდებიან.

საათნახევრიანი დაჯილდოება წითელ ხალიჩაზე, ადგილბრივი დროით 7 საათზე დაიწყება. დაჯილდოების შემდეგ კი, მსოფლიო ვარსკვლავები პრესის შეკითხვებსაც უპასუხებენ.

დაჯილდოვების ცერემონია 14 ნოემბერს ჰოლივუდის პალადიუმში გაიმართება და მას პირდაპირ ეთერში სხვადახვა უცხოური ტელევიზიები გააშუქებენ.





ბეჭდვა