სკარლეტ იოჰანსონი მშობიარობის შემდეგ კამერებთან პირველად გამოჩნდა
სკარლეტ იოჰანსონი მშობიარობის შემდეგ კამერებთან პირველად გამოჩნდა
15:17 11.11.2014
მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი ფეხმძიმობის შემდეგ კამერებთან პირველად, თხელი ფიგურით და ახალი ქერა, მოკლე ვარცხნილობით წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა.

იოჰანსონი ედი რედმაინთან ერთად ფილმის „საღამოს თეორიები“-ს პრემიერას დაესწრო.

„holiwoodlife”-ის ინფორმაციით, სკარლეტი შავ-თეთრ მოკლე, კოქტეილის კაბაში იყო გამოწყობილი და საკმაოდ ხალისიანად გამოიყურებოდა.

როგორც სკარლეტმა პრესასთან განაცხადა, ის შეეცდება კარიერასა და ოჯახს თანაბარი დრო დაუთმოს.

სკარლეტ იოჰანსონს 4 სექტემბერს ქალიშვილი, როუზი შეეძინა ამის შემდეგ მსახიობი ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა.

ბეჭდვა