ამერიკელი სტუდენტი იმის გამო დააკავეს რომ ძაღლს უყეფდა
ამერიკელი სტუდენტი იმის გამო დააკავეს რომ ძაღლს უყეფდა
13:48 23.07.2013
ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის წევრი ანტონიო მორრისონი, სამართალდამცველებმა დააკავეს, რადგან ის „პოლიციელ ძაღლს“ უყეფდა.
როგორც BBC იტყობინება, პოლიციელები ძაღლთან ერთად მორრისონის მანქანას ჩხრეკდნენ, როდესაც 19 წლის სტუდენტმა ცხოველს ყეფა დაუწყო.
ფლორიდის შტატის კანონების თანახმად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, „პოლიციელი ძაღლის“ ყურადღების გაფანტვა დანაშაულად ფასდება.
თავად მორრისონი ირწმუნება, რომ ძაღლმა პირველმა დაიწყო ყეფა.

ბეჭდვა