ჟურნალმა “Forbes” ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეული გამოაქვეყნა
ჟურნალმა “Forbes” ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეული გამოაქვეყნა
10:51 18.07.2013
ჟურნალი “Forbes”-ი მსახიობების ჯიბეებში კვლავ ჩაძვრა და მათი შემოსავალი დათვალა.

გაირკვა, რომ „რკინის ადამიანი 3“-ის ვარსკვლავი, რობერტ დაუნი უმცროსი, არც წელს თმობს პირველობას და 2013 წლის მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიის პირველი ნომერია.
ჟურნალის ინფორმაციით, 2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისამდე, მან ჯამში 75 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

შემოსავლის ძირითადი ნაწილი მსახიობმა ფილმების - „რკინის ადანიანი 3“ და „შურისმაძიებლები“-დან მიიღო. სტუდია „Marvel“-ი უპრეცედენტო დათმობაზე წავიდა და „შურისმაძიებლებში“ გადაღების სანაცვლოდ, რობერტს უზარმაზარი ჰონორარი გადაუხადა.

დაუჯერებელია, მაგრამ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში მეორე ადგილზე ახლადგამომცხვარი ვარსკვლავი ჩანინგ ტატუმი გავიდა 60 მილიონით. მსახიობმა გასულ წელს წინ წაიწია და რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს, რომლთა შორისაც ყველაზე წარმატებული სტივენ სოდერბერგის ფილმი „სუპერ მაიკი“ გახდა.

მესამე ადგილი 55 მილიონით ჰიუ ჯეკმანს ერგო. ჰიუს ხელფასის ზრდაზე დიდი როლი „ოსკარზე“ წარდგენილმა ფილმმა - „საბრალონი“ ითამაშა.

ჟურნალ “Forbes”-ის მიერ გამოქვეყნებული ყველაზე წარმატებული მსახიობების ათეული კი, ასე გამოიყურება:
1. რობერტ დაუნ უმცროსი (75 მილიონი დოლარი)
2. ჩანინგ ტატუმი (60 მილიონი დოლარი)
3. ჰიუ ჯეკმანი (55 მილიონი დოლარი)
4. მარკ უოლბერგი (52 მილიონი დოლარი)
5. დუეინ ჯონსონი (46 მილიონი დოლარი)
6. ლეონარდო დი კაპრიო (39 მილიონი დოლარი)
7. ადამ სენდლერი (37 მილიონი დოლარი)
8. ტომ კრუზი (35 მილიონი დოლარი)
9. დენზელ ვაშინტონი (33 მილიონი დოლარი)
10. ლიამ ნისონი (32 მილიონი დოლარი)


ბეჭდვა