უილ სმიტს „დამოუკიდებლობის დღის“ მეორე ნაწილში აღარ გადაიღებენ
უილ სმიტს „დამოუკიდებლობის დღის“ მეორე ნაწილში აღარ გადაიღებენ
11:42 25.06.2013
ჰოლივუდის მსახიობი უილ სმიტი, მისთვის საქვეყნო დიდების და სახელის მომტანი ფილმის „დამოუკიდებლობის დღის“ გაგრძელებაში აღარ ითამაშებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ლონდონური გაზეთი „სანი“ ავრცელებს.
„დამოუკიდებლობის დღის“ რეჟისორი როლანდ ემერიჰი ფილმის მეორე ნაწილის გადაღებაზე უკვე მუშაობს და მას მაყურებელი ეკრანზე 2015 წელს იხილავს.
თუმცა ახალი ფილმი უკვე უილ სმიტის გარეშე გამოვა. „სანის“ მონაცემებით, ემერიჰმა განაცხადა, რომ 44 წლის სმიტი „მეტისმეტად ძვირადღირებული მსახიობი გახდა“.
1996 წელს, ბლოკბასტერ „დამოუკიდებლობის დღეში“ გადაღებისთვის, უილ სმიტმა 30 მილიონი დოლარი მიიღო. ფილმის მთლიანი ბიუჯეტი 75 მილიონი დოლარი იყო, სალაროს შემოსავალმა კი 817 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

ბეჭდვა