„მის ჩინეთი 2011“-მა სამუშაო რუს მილიარდელთან რომანის გამო დაკარგა
„მის ჩინეთი 2011“-მა სამუშაო რუს მილიარდელთან რომანის გამო დაკარგა
11:13 06.06.2013
ტოპ მოდელმა ლო ლუო ზილინმა, რომელმაც „მის ჩინეთის“ ტიტული 2011 წელს მოიპოვა, სამუშაო, ნაომი კემპბელის ექს-ბოიფრენდთან, რუს მილიარდელ ვლადისლავ დორონინთან რომანის გამო დაკარგა.
ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Daily Mail -ი ავრცელებს.
კემპბელი და დორონინი ერთად 5 წლის განმავლობაში იყვნენ, თუმცა ბოლო პერიოდში პრესაში გაჟონა ხმებმა, რომ ისინი დაშორდნენ.
ამ კვირაში Daily Mail-მა დორონინის და ცზილინის პიკანტური ფოტოსურათები გამოაქვეყნა, რომლებიც, წყვილის კუნძულ იბიცაზე დასვენების დროს იყო გადაღებული. გამომცემლობის ინფორმაციით, სწორედ კემბელი დაეხმარა 25 წლის ცზილინს სამოდელო კარიერის აწყობაში და მანვე გააცნო თავისი პროტეჟე დორონინს.
ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტოს MIX Model Management NYC-ს ხელმძღვანელმა ნილ ჰამილმა, რომელთანაც ცზილინს კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, ჩინელ მოდელთან სამუშაოს გაწყვეტის ფაქტი დაადასტურა.
„ცზილითან კონტრაქტი გასულ კვირაში, მისი არაპროფესიული ქცევის და შრომითი ეთიკის წესების დარღვევის გამო გავწყვიტეთ“ - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
Daily Mail-ის ინფორმაციით, დორონინი და მისი ახალი შეყვარებული ევროპაში მოგზაურობას განაგრძობენ და ამჟამად, რუსი მილიარდელის მეგობართან, ჰოლივუდის მსახიობ ლეონარდო დი კაპრიოსთან ერთად, ვენეციაში იმყოფებიან.

ბეჭდვა