არნოლდ შვარცენეგერი გადასაღებ მოედანზე ბრუნდება
არნოლდ შვარცენეგერი გადასაღებ მოედანზე ბრუნდება
10:37 31.05.2013
კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი და ცნობილი მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი, გადასაღებ მოედანზე, სერიალ „საქანელას“ აღმასრულებელი პროდიუსერის რანგში ბრუნდება.
როგორც ჟურნალი „ჰოლივუდ რეპორტერი“ იუწყება, ლეგენდარულმა კულტურისტმა, საკუთარი ისტორიის ეკრანიზაციის უფლება ტელეკომპანია Showtime-ს მიჰყიდა.
ჟურნალისტის პოზიციით, მსოფლიო არნისგან, ლამაზი ტანის დაყენების მეთოდების, ცხოვრების ჯანსაღი წესის სარგებლიანობის შესახებ და მრავალი სპორტული დიეტის გაცნობის გამო დავალებულია.
შვარცნეგერის 70-იანი წლების ისტორიამ, როდესაც როდესაც მან ლეგენდარულ სანაპირო ვენი-ბიჩზე მდგარ სპორტულ დარბაზში პირველად დაიწყო ვარჯიში, პროდიუსერები ერიკ და კიმ ტანნენბაუმები მოხიბლა და შთააგონა. მათი სიტყვებით, „თუკი საქმეს თავად არნი მოკიდებს ხელს, მაშინ ის წარმატებისთვის იქნება განწირული“.
პირველი სერიის სცენარს მაიკ კონივზი დაწერს. ერთსაათიანი ფილმის ეკრანიზაციის შემდეგ, პროდიუსერები შემდგომ გადაღების გაგრძელების პროცესზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
შვარცენეგერი კულტურიზმით 15 წლის ასაკში დაკავდა. 20 წლის ასაკში „მისტერ სამყაროს“ ტიტული მოიპოვა, „მისტერ ოლიმპიად“ კი, შვიდჯერ იყო დასახელებული.

ბეჭდვა