«Hürriyet»(თურქეთი): თურქეთმა მეზობელ ქვეყანაში გაჩენილი ხანძრის შედეგი იგრძნო, პოსოფის ცა კვამლით არის დაბურული
«Hürriyet»(თურქეთი): თურქეთმა მეზობელ ქვეყანაში გაჩენილი ხანძრის შედეგი იგრძნო, პოსოფის ცა კვამლით არის დაბურული
10:42 24.08.2017
საქართველოში, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრისაგან წარმოქმნილი კვამლი არტაანის ილში, ქალაქ პოსოფშიც შეიმჩნევა. ხანძრის ჩაქრობაში თურქული ვერტმფრენები და სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავი მონაწილეობს.
თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან 70 კილომეტრის მოშორებით ბორჯომის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძრის შედეგად პოსოფის ცა კვამლითაა დაბურული. თავდაპირველად მოსახლეობა შეშფოთებული იყო ამ მოვლენით და როცა გაიგეს, რომ კვამლი საქართველოში გაჩენილი ხანძრის გამოა, ხალხმა შვებით ამოისუნთქა.
„ჩვენი რაიონი ძალიან ლამაზი, მყუდრო ადგილია და, რასაკვირველია, როცა ჰაერი კვამლით დაბინძურდა, მოსახლეობა შეშფოთდა და საკითხის გასარკვევად მოგვმართა. მოგვიანებით ჩვენ გავიგეთ, რომ ხანძარი თურმე მეზობელ საქართველოში გაჩენილა და კვამლიც იქიდან გადმოვიდა. გვითხრეს, რომ საქართველოში თურქეთმა სახანძრო ავიაცია გაგზავნა დასახმარებლად. მოსახლეობა დავამშვიდეთ, რომ ჩვენ არანაირი საფრთხე ამ მხრივ არ გვემუქრება“, - ამბობს პოსოფის მერი ჩაით ულგარი.




http://www.hurriyet.com.tr/komsu-ulkedeki-yanginin-dumani-turkiyenin-o-ilcesini-kapladi-40558754

ბეჭდვა