ფრანგული მედია საფრანგეთში საქართველოს ელჩის გაძარცვას ეხმაურება
ფრანგული მედია საფრანგეთში საქართველოს ელჩის გაძარცვას ეხმაურება
14:57 15.08.2017
ფრანგული გამოცემა «Le Parisien», საფრანგეთში საქართველოს ელჩის ეკატერინე სირაძე-დელონეს გაძარცვის ფაქტს ეხმაურება.

„პარასკევს, საღამოს 16 საათსა და 40 წუთზე პარიზის გარეუბან სენ-დენში საქართველოს ელჩი ძარცვის მსხვერპლი გახდა. როცა მისმა ავტომობილმა A1 ავტოსტრადიდან სტადიონ „სტად დე-ფრანს“-ისკენ გადაუხვია და მანქანების ნაკადში მცირე ხნით შეჩერდა, მის გვერდით მოტოროლერი გაჩნდა. მასზე მჯდარმა ორმა ადამიანმა მინა ჩაამტვრია, დიპლომატი ქალის ჩანთა აიღეს და გაიქცნენ. მსხვერპლი უვნებლად გადარჩა, მან პარიზის პოლიციის მე-17 კომისარიატს მიაშურა და საჩივარი დაწერა. გატაცებული ნივთი მოგვიანებით იპოვეს, ღამით, მეზობელ კვარტალში.

ქურდებმა იცოდნენ, რომ დიპლომატს ძარცვავდნენ თუ ყველაფერი შემთხვევით მოხდა?“-კიხთულობს სტატიის ავტორი.



http://www.leparisien.fr/saint-denis-93200/saint-denis-l-ambassadrice-de-georgie-se-fait-voler-son-sac-au-volant-13-08-2017-7190844.php

ბეჭდვა