"დასვენების ადგილის ამორჩევისას სომეხი ტურისტების დიდი ნაწილი უპირატესობას მეზობელ საქართველოს აძლევს. სხვათა შორის, ჩვენი მოქალაქეები
საქართველოში არამარტო ისვენებენ, არამედ იქიდან სხვა ქვეყნებშიც მიფრინავენ შვებულების გასატარებლად - თბილისის, ქუთაისის, ბათუმის აეროპორტების მეშვეობით"-ამის შესახებ სომხურ გამოცემა «Ժողովուրդ» - ის ("ხალხი“) მიერ გამოქვეყნებულ პიუბლიკაციაშია ნათქვამი.
სტატიის ავტორის შეფასებით, მიზეზი იაფ ფასებშია: მაგალითად, ერევან-ათენის ავიაბილეთი (12-დან 20 აგვისტოს ჩათვლით) 483 დოლარი ღირს, თბილისიდან კი - 365 დოლარი. ესპანეთისაკენ თბილისიდან შეიძლება 545 დოლარად იმგზავრო, ერევნიდან კი - 705 დოლარად. იაფია საფრანგეთის მიმართულებაც: თბილისიდან 443 დოლარი, ერევნიდან - 531.
სხვათა შორის, სომხეთი უკვე რამდენიმე წელია [უცხოური ავიაკომპანიებისათვის] „ღია ცის“ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ ერევნის მოქმედებით მხოლოდ რუსული ავიაკომპანიები იგებენ, დანარჩენები კი სომხურ ბაზარს თანდათან ტოვებენ.
http://www.tert.am/ru/news/2017/08/08/zhoghovurd/2452038
