აზერბაიჯანულ გამოცემა «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოში აშშ-ის
ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ოფიციალური ვიზიტის დაწყება, მიმდინარეობა, განცხადებები, პრეს-კონფერენცია და ა.შ. (ავტორი - რაუფ ორუჯევი).
სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
„მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის მთავარ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ამერიკის ახალმა ხელმძღვანელობამ საქართველოსა და ყოველივე იმის მიმართ, რაც იქ ხდება, ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის პოზიცია გამოავლინა. ასეთ სიგნალს, რა თქმა უნდა, შეუძლია როგორღაც შეაკავოს მოსკოვის აგრესიული განწყობა - მოსკოვისა, რომელიც ბოლო დრომდე ნებას აძლევდა თავის ჯარებს და სეპარატისტებს „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „საზღვარი საქართველოს სიღრმეში გადაეწიათ და ადგილობრივი მოსახლეობა გაეტაცებინათ“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf
