ამერიკული მედია მაიკ სპენსის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით
ამერიკული მედია მაიკ სპენსის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით
12:32 02.08.2017
ამერიკული მედია შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ სპენსის საქართველოში ვიზიტს ფართოდ გამოეხმაურა.

პოპულარული და გავლენიანი გამოცემა «Foreign Policy» ყურადღებას უთმობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ტალინსა და თბილისში ვიზიტს და აქვეყნებს სტატიას სათაურით
„ვაშინგტონში მღელვარე კვირის ფონზე, მაიკ პენსმა აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები დაამშვიდა“ (ავტორი - ემილი ტამკინი).

„მღელვარე კვირაში“ იგულისხმება თეთრ სახლში შექმნილი საკადრო პრობლემები. ვიზიტის მიმდინარეობის გადმოცემისას და მისი შეფასებისას ავტორი იმოწმებს აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძის კომენტარს: „მაიკ პენსის ვიზიტი არაორაზროვნად, ღიად ადასტურებს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული კავშირების სიმტკიცეს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ორი ქვეყნის ურთიერთობებში“.

რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის განხილვის ფონზე მაიკ პენსის ვიზიტია მოკლედ მიმოხილული გაზეთ «The New York Times»-ში ორ აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაშიც სათაურით „მაიკ პენსის თქმით, ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონს ხელს მოაწერს“ (ავტორი - სიუ ჩანი).

წყაროები: http://foreignpolicy.com/2017/08/01/during-whirlwind-week-in-washington-vp-pence-comforts-east-european-allies // https://www.nytimes.com/2017/08/01/world/europe/trump-pence-georgia-russia-sanctions.html


ბეჭდვა