რუსული გამოცემა «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში გადმოცემულია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის
ევროპული ტურნეს შედეგები - ესტონეთში, სადაც იგი შეხვდა ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოსა ლიდერებს და ნატოსადმი აშშ-ის დამოკიდებულებაში მკვეთრი ტრანსფორმაცია გამოხატა (დონალდ ტრამპი, რომელიც ადრე ნატოს „მოძველებულ“ ორგანიზაციად მიიჩნევდა, ახლა თავის აქცენტებს რადიკალურად ცვლის). მაიკ პენსმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ მზადაა გამოიყენოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და ბალკანეთის სახელმწიფოები რუსეთის შემაკავებელი პლაცდარმის სახით.
სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:
პუბლიკაციის პირველ ნაწილში („თეთრი სახლი თავისიანებს არ მიატოვებს“) დიდი ადგილი აქვს დათმობილი მაიკ პენსისა და გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამართულ პრეს-კონფერენციას თბილისში, მის განცხადებებს, პასუხებს კითხვებზე... განსაკუთრებით ფართოდაა გაშუქებული მისი პოზიცია რუსეთის მიმართ, რომელსაც აშშ სანქციებს უცხადებს. მაიკ პენსმა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს მხარდაჭერა აღუთქვა. „აშკარაა, რომ ვაშინგტონს რუსეთის შეკავება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ვიცე-პრეზიდენტმა იქვე შენიშნა, რომ მას და დონალდ ტრამპს მტკიცედ სჯერათ - რუსეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდებაო“, - აღნიშნავენ ავტორები.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გამონათქვამები ტალინსა და თბილისში, თავისი სტილითა და ინტონაციით, თეთრ სახლში ამერიკელი რესპუბლიკელების წინა ადმინისტრაციების „ქორების“ იმ განცხადებებს ჩამოჰგავს, რომლებიც სხვადასხვა წლებში ჟღერდა მოსკოვთან კონფრონტაციის პიკზე“, - ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციის მეორე ნაწილი („მოძმე საქართველო“) უშუალოდ თბილისში ვიზიტს ეხება. მაიკ პენსის ვიზიტს თბილისში ვიზიტს ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა., რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მორიგ, მეცხრე წლისთავს დაემთხვა. გავიხსენოთ, რომ სწორედ იმ მოვლენებმა გამოიწვია პირველი სისტემური კრიზისი დასავლეთსა და რუსეთს შორის, უკრაინის კონფლიქტამდე ჯერ კიდევ ექვსი წლით ადრე. თანაც ბევრმა კონგრესმენმა, რომლებმაც რუსეთი საქართველოს მიმართ მოქმედებისთვის დაგმეს, ახლა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ინიცირება მოახდინეს“, - წერს ავტორი და მკითხველს მაიკ პენსისა და გიორგი კვირიკაშვილის განცხადებების მოკლე შინაარსს აცნობს. პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ამერიკული მძიმე სამხედრო ტექნიკის კოლონამ, რომელიც ბურგასიდან ფოთის პორტში გადმოიტვირთა ნატოს სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მიზნით, მარშით გაიარა მთელი საქართველო, განსაკუთრებით კი სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ გასწვრივ, ცხინვალთან ახლოს მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზიდან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით.
https://www.kommersant.ru/doc/3372779
