დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვრცელი ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან სათაურით „ზურგში ჩაცემული დანა“
: მიხეილ სააკაშვილი, მოსახლეობის პროტესტის ტალღაზე, უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს“.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
„რა თქმა უნდა, [ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა] პეტრო პოროშენკოს მიერ გადადგმული მშიშრული ნაბიჯი იყო, ეს იყო ზურგში ჩაცემული დანა. ამ დროს იურიდიულ ფორმულირებებს, ჩემი აზრით, არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. რაც შეეხება კონკრეტულად იმას, რასაც ისინი აცხადებენ, თუ მათ მტკიცებაში სერიოზულად გავერკვევით, დავინახავთ, რომ მე არანაირი ციხიდან გაქცეულივით არ ვარ: დავდივარ, ვხვდები პოლიტიკოსებს, უცხოელ ლიდერებს, პრემიერ-მინისტრებს, პრეზიდენტებს, გამოვდივარ საერთაშორისო ფორუმებზე... არცერთ სახელმწიფოში არ აღიარებენ და სინამდვილედ არ მიაჩნიათ საქართველოს პროკურატურის ბრალდებები ჩემს მიმართ. ისინი თვით უკრაინასაც არ უღიარებია. რაიმე სხვა ახალი ბრალდება საქართველოში არ არის.
პეტრო პოროსენკომ მხოლოდ ახლა აღიარა. რატომ? იმიტომ, რომ იგი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ეს არის ორი ოლიგარქის ბინძური კავშირი ჩემს წინააღმდეგ. პეტრო პოროშენკო ცდილობდა, რომ ჩემი საქართველოში ექსტრადიცია მოეხდინა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ეს არ უნდა, იმიტომ, რომ შეუძლებელია ჩემი ციხეში გამოკეტვა. ერთადერთი, რაზედაც მათ ურეკის საიდუმლო შეხვედრაზე მოილაპარკეს 2 საათის განმავლობაში, ის იყო, რომ პეტრო პოროშენკო იტყვის, არაფერი ვიცოდიო, მერე კი საქართველოს პროკურატურა გაგზავნის მონაცემებს ძველისაგან ცოტა განსხვავებულს. აი, მთელი ისტორია, თეთრი ძაფით ნაკერი...
მე უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ვარ. სიცრუეა, რომ ჩემს პარტიას „ახალი ძალების მოძრაობას“ მხოლოდ 2% უჭერს მხარს. პეტრო პოროშენკოს შეეშინდა, რომ ჩემს პარტიას მოსახლეობა დიდ მხარდაჭერა უცხადებს. პოროშენკოს პრობლემა უფრო მე ვარ, ვიდრე ჩემი პარტია, თუმცა ორივე ერთმანეთთანაა დაკავშირებული. უკრაინაში კი აუცილებლად დავბრუნდები“.
წყარო: http://www.bbc.com/russian/features-40749019
