სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას BBC სამი მასალით გამოეხმაურა
სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას BBC სამი მასალით გამოეხმაურა
12:19 28.07.2017
მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თემის განხილვა დასავლურ მასმედიაში კვლავ ფართოდ განიხილება. ბრიტანულმა სამაუწყებლო სამსახურმა „ბი-ბი-სი“-მ გაავრცელა ინგლისური და რუსულენოვანი სამსახურების, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული კორესპონდენტის ნინა ახმეტელის სტატია „რა ბრალი აქვს წაყენებული მიხეილ სააკაშვილს საქართველოში“, რომელიც მომზადებულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობილი ბრალდებების საფუძველზე, ექს-პრეზიდენტის მიმართ. ასევე გამოქვეყნდა ვრცელი პუბლიკაცია სათაურით „მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის გარეშე დარჩა. როგორ მოხდა ეს?“ (ავტორი - ელიზავეტა ფოხტი). სტატიაში გაანალიზებულია მსოფლიოში არსებული პრაქტიკა მოქალაქეობის მინიჭება-ჩამორთმევის საკითხში, საუბარია პრეცედენტებზე - შეუძლია თუ არა სახელმწიფოს ადამიანი საერთოდ მოქალაქეობის გარეშე დატოვოს და ნიშნავს თუ არა მისი მოქმედება საერთაშორისო კონვენციების დარღვევას. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო-სამართლებრივი აქტები არსებობს, არცთუ ისე იშვიათად ამ საკითხს ყოველი სახელმწიფო თავისებურად წყვეტს (იხ. http://www.bbc.com/news/ world-europe-40738193 // http://www.bbc.com/russian/features-40745117 // http://www.bbc.com/russian/ features-40719216).

ბეჭდვა