უკრაინამ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის პროდასავლურ ლიდერ პეტრო პოროშენკოსთან
დაპირისპირებული ადამიანის პერსპექტივა ეჭვის ქვეშ დადგა“, - ნათქვამია გავლენიანი ბრიტანული გამოცემის «Financial Times»-ს მიერ რომან ოლერჩიკის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში.
სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:
პუბლიკაციაში გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის მთავარი მომენტები როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში - ოდესის ოლქის გუბერნატორად მუშაობის პერიოდში.
„საინტერესოა, რომ პეტრო პოროშენკომ გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში უკრაინის ხელისუფლება ჰილარი კლინტონის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, მე იმ დროს პეტრო პოროშენკოს ვუთხარი, რომ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს-მეთქი, მაგრამ მან ცალმხრივი მიმართულება აირჩიაო.
მიხეილ სააკაშვილისა და პეტრო პოროშენკოს ურთიერთობა ბოლო დროს მკვეთრად გამწვავდა; ყოფილ „მეგობარს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი რეფორმების შეჩერებაში ამხელს, პრეზიდენტი კი კრიტიკას უარყოფს. პეტრო პოროშენკო ოლიგარქია, იგი აკონტროლებს მასმედიის საშუალებებს და საკონდიტრო სფეროს კომპანიებს. პეტრო პოროშენკო უკრაინის ლიდერად პრორუსული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ აირჩიეს. დასავლელი მფარველები, ჩვეულებრივ, მხარს უჭერდნენ პეტრო პოროშენკოს, მაგრამ ბოლო ხანებში ისინიც ამჩნევენ, რომ რეფორმების ტემპი შენელდა. მათ ეჭვი გაუჩნდათ - აქვს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ფართოდ გავრცელებული კორუფციასთან ბრძოლის ნება და სურვილი.
ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილი თავისი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე ზრუნავს, მუშაობდა, იგი გარს იკრებს ანტიკოუფციულად განწყობილ აქტივისტებს და ჟურნალისტებს, დეპუტატებს. მას შემდეგ, რაც მას მოქალაეობა ჩამოართვეს, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა; „პეტრო პოროშენკო სერიოზულ შეცდომებს უშვებს. მას ეშინია ახალი პოლიტიკური ძალისა და იმ პოლიტიკოსების კონსოლიდაციისა, რომელიც მისი ხელისუფლების მოდელს აკრიტიკებენ“.
https://www.ft.com/content/8e0fe436-723c-11e7-aca6-c6bd07df1a3c
