საქართველოსა ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისთვის პეტრო პოროშენკოს მიერ უკრაინის მოქალაქეობის
ჩამორთმევას მსოფლიო მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა.
ამ თემაზე სტატიები გამოქვეყნდა ამერიკულ გამოცემებში, კერძოდ, «Foreign Policy»-ში «Associated Press»-ში მსგავსი სათაურებით „საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს“. პუბლიკაციებში საუბარია მიხეილ სააკაშვილის ბოლო წლების საქმიანობაზე, მის დაპირისპირებაზე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან და ა.შ.
„მიხეილ სააკაშვილი იძულებული იქნება თავშესაფარი ამერიკაში ეძებოს და პოლიტიკა დაივიწყოს“, - უთხრა „ესოშეითედ პრესის“ კორესპონდენტს უკრაინელმა დეპუტატმა სერგეი ლეშენკომ. პოლიტოლოგ ვლადიმერ ფესენკოს თქმით კი, პეტრო პოროშენკო ზეწოლას განიცდიდა როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე უკრაინის გავლენიანი პოლიტიკური ძალების მხრიდან: „მიხეილ სააკაშვილმა კორუფციასთან ბრძოლის ველზე უკრაინის მმართველ ელიტაში ძალიან ბევრი მტერი გაიჩინა, კერძოდ, მას შეტაკება მოუხდა შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაქოვთან“, - აღნიშნა ვლადიმერ ფესენკომ.
მასალა გამოქვეყნა რადიო «Voice of America»-ს რუსულმა სამსახურმაც სათაურით „მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პასპორტი ჩამოართვეს“, რომელშიც, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ისტორიასთან ერთად, საუბარია საქართველოს ოპოზიციის რეაქციაზეც. „ნაციონალთა“ აზრით, ეს არის უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლების გარიგების შედეგი: „ამ ნაბიჯით პეტრო პოროშენკო თავის მთავარ ოპონენტს გაუსწორდა. სწორედ ამიტომ შეხვდა იგი ბიძინა ივანიშვილს... უკრაინამ თავისი გადაწყვეტილებით საერთაშორისო კონვენცია დაარღვია და რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს მიმართავს უფლებების აღსადგენად“.
თავის მხრივ, პარლამენტის წევრი და მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველი რომან გოცირიძე აცხადებს: „ყველა სამართლებრივი ფორმა იქნება გამოყენებული, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოც... ეს უკანონო ნაბიჯია, რომელიც მიმართულია პოლიტიკური ოპონენტის ჩამოსაშორებლად და მას სერიოზული საერთაშორისო შედგები მოჰყვება. მჯერა, რომ უკრაინის ხელმძღვანელებს წინ კარგი პოლიტიკური ცხოვრება არ ელოდებათ“.
საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს თბილისი მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში. ამასთან, ყოფილი „ნაციონალები“ და ამჟამად „ევროპული საქართველოს“ ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ უარი თქვას მიხეილ სააკაშვილის თბილისში ჩამოყვანის მცდელობებზე, რადგან, მათი აზრით, ამით საქართველოს ინტერესები დაზარალდება. „როგორც ჩანს, ჩვენი მთავრობისათვის მთავარ პრიორიტეტს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა წარმოადგენს, რაცჩვენი ქვეყნისათვის ზიანის მომტანია, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო არენაზე. მთავრობა თავის მიზანს მაინც ვერ მიაღწევს, თუ ამას თვითონ მიხეილ სააკაშვილი არ მოისურვებს“, - აცხადებს გიგა ბოკერია.
(წყაროები: http://foreignpolicy.com/2017/07/26/georgias-former-president-reportedly-stripped-of-ukrainian-citizenship. // http://hosted.ap.org/dynamic/stories/e/eu_ukraine_saakashvili? site=ap§ion= home&template =default // https://www.golos-ameriki.ru/a/ukraine-georgia-saakashvili-/3960930.html
