«BBC» (დიდი ბრიტანეთი): მსვლელობა თბილისში ლოზუნგით-„არა“ რუსულ ფაშიზმს!“
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): მსვლელობა თბილისში ლოზუნგით-„არა“ რუსულ ფაშიზმს!“
10:52 25.07.2017
სტატიაში, რომელიც ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა 24 ივლისის საღამოს გამოაქვეყნა, გადმოცემულია თბილისში პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ გამართული მსვლელობის (მარშის) მიმდინარეობა, აგრეთვე ამ აქციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება-კომენტარები.
„არა“ რუსულ ფაშიზმს!“ - ამ ლუზუნგებით გაიარა ასეულობით ადამიანმა თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე კვირას გამართულ აქციაზე. ეს ის ადგილია, რომელიც უცხოელ ტურისტებში ძალზე პოპულარულია და სადაც 14 ივლისს ნაციონალისტური „ქართული მარში“ მოეწყო, საქართველოში არალეგალურად მცხოვრები უცხოელი იმიგრანტების გაძევების მოთხოვნით.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების თქმით, მათი მსვლელობა ქართველი ნაციონალისტების მარშის პასუხია (კონტრაქციაა) და იმის დადასტურებაც, რომ საქართველო ტოლერანტული სახელმწიფოა, რომელშიც ადგილი არ აქვს ფაშიზმს და ქსენოფობიას. მათი მტკიცებით, „ქართული მარში“ რუსეთიდან თავსმოხვეული აქცია იყო“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
„ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი ესაუბრება პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს სერგი კაპანაძეს, რომელშიც, აღნიშნავს რა „ქართული მარშის“ მომწყობ ადამიანთა ჯგუფის მარგინალურ ხასიათს, მათი მისამართით ამბობს, რომ ისინი ქართულ ტრადიციებს კი არ იცავენ, არამედ პირიქით - თავიანთი მოქმედებით ტრადიციებს ეწინააღმდეგებიან, ხოლო ხელისუფლება ხელს უწყობს მათ და ყველაფერს აკეთებს, რომ ასეთი ჯგუფები არსებობდნენ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას სამართალდამცველები იცავდნენ. სიტუაცია მაინც გამწვავდა იმ დროს, როცა ისინი „ქართული მარშის“ მხარდამჭერთა თავშეყრის ადგილს მიუახლოვდნენ. „ქართულმარშელებმა“ „კონტრაქციის“ მონაწილეებს პლასტმასის ბოთლები, კვერცხები და პამიდვრები დაუშინეს, თან უშვერად აგინებდნენ.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება და აქციის მონაწილეებს ორივე მხრიდან თავშეკავებისაკენ მოუწოდა. საბოლოოდ, „ევროპული საქართველოს“ მიერ მოწყობილი კონტრაქცია მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“ დასრულდა.

http://www.bbc.com/ukrainian/news-russian-40703175

ბეჭდვა