"day.kyiv" (უკრაინა): ტერიტორიების რეალური დაბრუნება? პოროშენკო: „ჩვენ მავთულხლართის ლიკვიდირებისთვის ვიბრძოლებთ“
"day.kyiv" (უკრაინა): ტერიტორიების რეალური დაბრუნება? პოროშენკო: „ჩვენ მავთულხლართის ლიკვიდირებისთვის ვიბრძოლებთ“
10:32 20.07.2017
"უკვე საუკუნის მეოთხედი გავიდა იმ დროიდან, როცა საქართველომ თავის ავტონომიურ ტერიტორიებზე - აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე კონტროლი დაკარგა. ვერც 2008 წლის აგვისტოში მომხდარი სამხედრო შტურმით და ვერც მშვიდობიანი რეინტეგრაციის გეგმით, რომელიც ომში დამარცხების შემდგომ წლებში ხორციელდება, თბილისმა ოკუპირებული ტერიტორიების ერთი სანტიმეტრის დაბრუნებაც კი ვერ შეძლო"-ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა «День»-ის მიერ ნატალია იშენკოს ავტორობით გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამი.

"წლობით გრძელდება მშვიდობიანი ქართულ-აფხაზურ-ოსური მოლაპარაკებები ჟენევაში, მაგრამ აბსოლუტურად უნაყოფოდ და უშედეგოდ.
ვიღაც-ვიღაცეებს ბრიუსელში თუ ვაშინგტონში, ან შეიძლება მოსკოვშიც, მოეჩვენათ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება - უკრაინის ჩაბმა იგივე პროცესში „პროცესის გულისთვის“ - სიტუაციიდან კარგი გამოსავალია, ანუ სიტუაციის დეესკალაცია (მშვიდობის დამყარება) ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის ბრძოლაზე უარის თქმის სანაცვლოდ. განა ეს სცენარი ჭირდება პეტრო პოროშენკოს? ან შესაძლოა იგი საქართველოში მიხვდება იმას, რაც არ უნდა გააკეთოს?"-ნათქვამია სტატიაში.


https://day.kyiv.ua/ru/article/den-planety/o-realnom-vozvrashchenii-territoriy

ბეჭდვა