სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა ვაან მარტიროსიანმა იმედი გამოხატა პრაღაში გამართულ
საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების შედეგების გამო და განაცხადა, რომ სომხური პროდუქციის რუსეთში გასატანად აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გავლით სატრანზიტო გზა გაიხსნება, რომელიც ზემო ლარსის ალტერნატივა იქნებაო.
ამის შესახებ სომხური გამოცემა «Lragir»-ის მიერ ანალიტიკოს აკოფ ბადალიანის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.
სინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირეოდენი შემოკლებით:
2011 წელს ხელმოწერილი რუსეთ-საქართველოს შეთანხმების („სავაჭრო დერეფნების შესახებ“) იმპლიმენტაციის საკითხზე მოლაპარაკება თბილის-მოსკოვს შორის დიდი ხანია მიმდინარეობს. თებერვალში ზურაბ ბაშიძემ და გრიგორი კარასინმა პროგრესი დააფიქსირეს, ახლა კი, ერთი კვირის წინათ, ლაპარაკი ერთობლივი ჯგუფების შექმნაზე დაიწყეს. რუსეთმაც და საქართველომაც განაცხადეს, რომ შვეიცარული კომპანია მონიტორინგს დაიწყებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეო.
და სწორედ ასეთ ფონზე სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა ოპტიმისტურად აღნიშნა, რომ მოლაპარაკება მალე დასრულდება და სომხურ პროდუქციას გზა გაეხსნებოდა, მაგრამ ვაან მარტიროსიანს პასუხი გასცა ზურაბ აბაშიძემ, რომლის თქმით, არავითარი წინამძღვრები არ არსებობს იმისათვის, რომ სომხეთს აფხაზეთის რკინიგზის გახსნის იმედი ჰქონდეს.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს „ცივი შხაპია“ თუ გულწრფელი ნათქვამი, რომ პრობლემის მოგვარების იმედი არ უნდა გვქონდეს? რადგან მხარეთა შორის წინააღმდეგობა მაინც არსებობს და ის რთული გადასალახავია? არაა გამორიცხული, რომ ქართველი ჩინოვნიკი ცდილობს „თავიდან აიცილოს“ სომეხი მინისტრის განცხადების შედეგები.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ალტერნატიული გზის გახსნა აზერბაიჯანს და თურქეთს არ აწყობთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამით სომხეთის ბლოკადა გაირღვევა და მეორე - თურქეთის გავლენა მცირდება როგორც საქართველოზე, ისე მთლიანად რეგიონში. ამიტომაც რთული წარმოსადგენი არაა, რომ გინდაც საქართველო და რუსეთი საბოლო შეთანხმებამდე მივიდნენ, აზერბაიჯანი და თურქეთი შეეცდებიან ხელი შეუშალონ მის იმპლემენტაციას და გამოიყენებენ თავიანთ ბერკეტებს როგორც საქართველოს, ისევე რუსეთის მიმართ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით.
ასე რომ, არ არის გამორიცხული, თავისი განცხადებით საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მოუწოდებს სომხეთს, რომ არ გააღიზიანოს მეზობლები, არ მოახდინოს თურქეთ-აზერბაიჯანის პროვოცირება და „ჩუმად“ დაელოდოს შედეგებს, რათა კიდევ უფრო არ გაართულოს ისედაც მძიმე მოლაპარაკება.
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/56971
