«Kuwait Times» (კუვეიტი): თბილისსა და კუვეიტს კვირაში სამი ავიარეისი დააკავშირებს
«Kuwait Times» (კუვეიტი): თბილისსა და კუვეიტს კვირაში სამი ავიარეისი დააკავშირებს
12:05 12.07.2017
კუვეიტურ გამოცემა «Kuwait Times»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება კუვეიტის ავიაკომპანია Wataniya-ს მიერ საქართველოს მიმართულებით სამგზავრო ავიარეისების განხორციელების დაწყებას.

„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და კუვეიტს ერთმანეთთან კვირაში სამი ავიარეისი დააკავშირებს. ამ მოვლენას მიეძღვნა თბილისში გამართული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კუვეიტის ელჩმა საქართველოში მუბარაქ მოჰამედ ალ-საჰეჯანმა და საქართველოს ელჩმა კუვეიტში როლანდ ბერიძემ. ღონისძიებას დაესწრნენ აგრეთვე ავიაკომპანია Wataniya Airways-ისა და ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლები“, - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა Wataniya Airways-ის წარმატებებსა და პერსპექტივებს, აგრეთვე ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავების ტიპებსა და მათ მაღალხარისხოვან მდგომარეობას. „მაღალი დონის მომსახურება ხელს შეუწყობს საქართველო-კუვეიტის ურთიერთობის განვითარებას ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში“, - აღნიშნულია მასალაში.
„თბილისში პირველი რეისის განხორციელებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვიდა კუვეიტის ტრადიციული მუსიკალური ანსამბლი, დარიგდა საჩუქრებიც, გათამაშდა უფასო მგზავრობის ბილეთებიც“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.


http://news.kuwaittimes.net/pdf/2017/jul/12/p21.pdf


ბეჭდვა