«Global Atlanta» (აშშ): „ჰაშთაგური დიპლომატია“; რატომ ეწვია „სხვა ჯორჯიის“ ელჩი ატლანტას
«Global Atlanta» (აშშ): „ჰაშთაგური დიპლომატია“; რატომ ეწვია „სხვა ჯორჯიის“ ელჩი ატლანტას
11:46 12.07.2017
ამერიკულ გამოცემა «Global Atlanta»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოსა და აშშ-ის სტატის ჯორჯიის ურთიერთობა ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ტრევორ უილიამსის ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციის შინაარსს:

საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები საზღვარგარეთ არცთი იშვიათად აშშ-ის ჯორჯიის შტატის წარმომადგენლებად მიაჩნიათ, თუმცა მათი დასახელები ასეთი „სეხნიაობა“ თანამშრომლობას ხელს არ უშლის. ამას წინათ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე ჯორჯიის შტატში, ატლანტაში იმყოფებოდა, [კავკასიის] სახელმწიფოსა და აშშ-ის შტატს შორის თანამშრომლობის გაფართოების გზების განსახილველად. იგი შეხვდა შტატის კომისარს სოფლის მეურნეობის საკითხებში გერი ბლეკს („ინვესტ-ატლანტის“ ხელმძღვანელს) და ჯორჯიის ეროვნული გვარდიის გენერალს ჯო ჟარარდს.

აშშ-ის ჯორჯიის შტატისა და საქართველოს დედაქალაქებს - ატლანტას და თბილისს ერთმანეთთან მრავალი წლის თანამშრომლობის ისტორია აკავშირებთ, მათ შორის განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. სწორედ ეს იყო ქართველი ელჩის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი - ორი ქალაქის დაძმობილების 30 წლისთავის აღნიშვნა საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავის ფონზე.

„თუმცა ერთი კითხვა მაინც რჩება ერთადაიმავე დასახელების („სეხნია“) შტატისა და სახელმწიფოს მიმართ: ნიშნავს თუ არა ჰაშთაგი GEO to GEO იმას, რომ საქართველოსა და ჯორჯიის ურთიერთობა ციფრულ დიპლომატიაშიც გადადის? როგორც ჩანს, ეს დაძმობილებული ქალაქების კომიტეტის პრეროგატივას წარმოადგენს“, - ხუმრობით აღნიშნავს ავტორი.


http://www.globalatlanta.com/hashtag-diplomacy-ambassador-georgia-visits-atlanta/


ბეჭდვა