ინდური გამოცემა «Mid-day», თბილისის აეროპორტში ინდოეთის მოქალაქისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ
თემას ჟურნალისტ რუფსა ჩაკრობორტის სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას თავისუფალი თარგმანით:
32 წლის ჰუშბუ კოშალი, სარეკლამო საქმის პროფესიონალი, საქართველოში ტურისტული მიზნით გაემგზავრა, მაგრამ იგი თბილისის აეროპორტში ჩაფრენისას, იქაურმა ჩინოვნიკებმა 32 საათის მტანჯველი ლოდინის შემდეგ, მშიერ-მწყურვალი უკან დააბრუნეს. ჰუშბუ კოშალმა დახმარების მიღებისათვის მიმართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინდოეთის ელჩს არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ჯონ სინგჰპურის, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, მას მოუწია უარი ეთქვა მოგზაურობაზე.
საქართველოს ნაბიჯები
ერთი დღეც არ იყო გასული იმ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, რომ საქართველოს ელჩმა ინდოეთში არჩილ ძულიაშვილმა ბოდიში მოახადა ჰუშბუ კოშალს და და დაპირდა, რომ დაეხმარება მომხდარი ინციდენტის გარემოებათა გარკვევაში. ამ დროს კი ინდოეთის მთავრობა არც კი დაინტერესებულა თავისი თანამემამულის ბედით, თუ რატომ გამოაძევეს უმიზეზოდ იგი [საქართველოდან].
„ელჩმა მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მომიხადა. მან მითხრა, რომ საქართველოში ამ საკითხს განიხილავენ. მე მაქვს რამდენიმე კითხვა: რატომ არ მომცეს ქართული საემიგრაციო სამსახურის ჩინოვნიკებმა ქვეყანაში შესვლის უფლება? მე მომიწია, რომ უარი მეთქვა ჩემს მოგზაურობაზე. ვინ ამინაზღაურებს დაკარგულ თანხას? ეს ხომ ჩემი შრომით გამომუშავებული ფულია, რომელიც სხვების მიზეზით დავკარგე“, - ამბობს ჰუშბუ კოშალი.
გუშინ, ნაშუადღევს, არჩილ ძულიაშვილმა განაცხადა: „ამ ფაქტის განხილვა ჩემს უფლებამოსილებაში არ შედის, ამიტომ ყველაფერი თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შევატყობინე გამოძიების დასაწყებად. ჩვენც ვსწავლობთ ამ საკითხს, თუმცა არ ვიცით, რატომ არ შეუშვა საიმიგრაციო დეპარტამენტმა ინდოელი ქალი საქართველოში. ვიცით მხოლოდ ის, რომ იგი საქართველოში იმ ელექტრონული ვიზით გაემგზავრა, რომელიც ჩვენს (საელჩოს) მიერ არ იყო გაცემული. ამჟამად მეტის თქმა არ შემიძლია“.
სადაა სუშმა სვარაჯი?
ჰუშბუ კოშალი ძალიან უკმაყოფილოა, რომ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს [და მინისტრ სუშმა სვარაჯს] ამ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია და მას არ დახმარებია. მისი თქმით, „უპირველეს ყოვლისა, მე ინდოეთის მოქალაქე ვარ, რომელიც [უცხო ქვეყანაში] უყურადღებოდ მიატოვეს. განა ჩვენი მთავრობა ვალდებული არაა საქმეში ჩარეულიყო? როგორ შეიძლება ასეთი უმოქმედობა მათი მხრიდან, როცა უცხოელებიც კი მითანაგრძნობენ?“.
http://www.mid-day.com/articles/mumbai-news-bandra-woman-georgia-envoy-mid-day-impact/18395164
