«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): კომენტარები საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული სტატიის მიმართ
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): კომენტარები საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული სტატიის მიმართ
11:53 04.07.2017
როგორც ცნობილია, 29 ივნისს, ბრიტანულ ჟურნალ «The Economist»-ში გამოქვეყნდა სტატია საქართველოს შესახებ სათაურით „საქართველო, რეფორმების მოდელი, ცდილობს სუფთა ქვეყნად დარჩეს, ხეების მოყვარული ოლიგარქი კი სიტუაციას კულისებიდან მართავს“, რომელშიც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციაა გაანალიზებული და გამოთქმულია კრიტიკული შენიშვნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართაც (სტატიის ორიგინალი ტექსტი იხილეთ http://www.economist.com/news/europe/21724407-tree-loving-oligarch-still-pulling-strings-georgia-model-reform-struggling-stay).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მკითხველთა კომენტარებს და გამოხმაურებებს რომელიც ამ სტატიის გამოქვეყნებას მოჰყვა:

„სტატია მიკერძოებულია და არაობიექტური, რაც ასეთ სოლიდურ და რესპექტაბელურ ჟურნალს არ შეეფერება. რა ფასად და რის შემდეგ მოხდა პუბლიკაციაში ნახსენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოდერნიზაცია? ტერორის, ციხეებში წამების, ბიზნესმენების მიმართ ანგარიშსწორების შემდეგ, როცა პატიმრებს აიძულებდნენ ეღიარებინათ ვითომდა „ჩადენილი დანაშაული“, ე.წ. „საპროცესო გარიგების“ მიღების მიზნით, გადაეხადათ გამოსასყიდი, რომ დიდხანს არ ყოფილიყვნენ ციხეში... და იმის ფასადაც, რომ ყველა ჩუმად უნდა ყოფილიყო იმ დემონტრაციის კანონდარღვევით დარბევის შემდეგ, რომლის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ - დემონტრაციისა, რომლის შესახებაც ფოტოჟურნალისტებმა სურათები გამოაქვეყნეს, ისინი კი ქვეყნის ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს... შესაძლოა, „ღალატი“ მართლაც იყო, მაგრამ ქვეყნის ღალატი კი არა, არამედ მმართველი „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ინტერესებისა, რომელიც მსგავსი მხეცობების ჩადენის შემდეგ თავს მაინც დაუსჯელად გრძნობდა. სწორედ ასეთი ფაქტების გამო დაუჭირა მხარი მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებას“.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რიგი ლიდერების რებრენდინგს „ევროპულ საქართველოდ“, ეს მოსახლეობის თვალში არაფერს არ ნიშნავს: ამგვარი ჯადოსნური მეთოდით მათი განწმენდა არ მოხდება. მათ მხოლოდ ტყავი და სახელი გამოიცვალეს, ხალხს ყველაფერი კარგად ახსოვს - „ნაციონალების“ შემოქმედება და შემოქმედთა სახეებიც“.
--------
„საქართველოს პრობლემების მიზეზი იმაშია, რომ ეს ქვეყანა ევროპისაგან ძალიან არის დაშორებული და, შესაბამისად, ევროპული დემოკრატიისაკენ მისი გრავიტაცია (მიზიდულობა) შეზღუდულია. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შეიცვალოს ოლიგარქის [მმართველობა] იმ პოლიტიკური პარტიების სისტემით, როგორიც ევროპულ ქვეყნებში არსებობს“.
--------
„სტატია პროპაგანდისტული ხასიათისაა და ისეთივე სიცრუეს შეიცავს, რომელსაც ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანია ავრცელებს. [მისი წაკითხვისას] შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ მასალა ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტმა დაწერა“.
--------
„ვფიქრობ, სტატიის ავტორი საქართველოში ნამყოფი არ არის, იქ არც ჩასულა და ამიტომ ისეთ ურთიერთგამომრიცხავ მომენტებზე წერს, რომლებსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან არანაირი კავშირი არ აქვთ“.
---------
„სტატიას ჟურნალისტიკასთან არაფერი საერთო არ აქვს. მასში ფაქტიური უზუსტობებია დახვავებული, არალოგიკურია და ჭეშმარიტებას არ შეიცავს“.
-------
ყოველთვის მჯეროდა, რომ „ეკონომისტი“ დამოუკიდებელი და ობიექტური ჟურნალია-მეთქი, მაგრამ ეს სტატია მიკერძოებული მეჩვენება, ანალიზი კი, ჩემი აზრით, პრიმიტიულია. მოკლედ, „ეკონომისტით“ იმედგაცრუებული ვარ.
--------
„ერთ-ერთი ყველაზე სუსტი სტატიაა, რომელიც კი წამიკითხავს. მასში ბევრი ტყუილია და მიკერძოებული ინფორმაციაა. ასეთი მასალით ჟურნალისტი თავის კარიერას Russia Today-ში(რუსეთის ტელეკომპანიაში) კარგად გაიკეთებდა... იმის თქმა მინდა, რომ ტენდენციურობა თქვენი ნებაა, მაგრამ სიცრუის ტირაჟირება... ეს უკვე გადაჭარბებულია“.
---------
„სტატიას ფაქტების გადმოცემაში პრობლემები აქვს. გიგა ბოკერია ცდება, როცა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თითქოსდა ბათუმის მოვლენებს მხარი დაუჭირა. „ევროპული საქართველოს“ წევრები და გიგა ბოკერიას მომხრეები, უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული მარიონეტები არიან. არის იმის მტკიცებები, რომ გიგა ბოკერია რუს ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს გაურიგდა, რათა მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობისთვის“ დარტყმა მიეყენებინა“.
---------
„სტატიაში შეცდომებია დაშვებული. თქვენ წერთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილი 2010 წელს დაამარცხაო, მაგრამ ეს 2012-ში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავაა და არა გიგა ბოკერია ან დავით ბაქრაძე. პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძეა და არა ირაკლი კობალხიძე. მე მომწონს, რომ თქვენს ჟურნალში საქართველოს შესახებ სტატიები იბეჭდება, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო უკეთესად უნდა დაწერილიყო...“.



http://www.economist.com/node/21724407/comments



ბეჭდვა